Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე „ევროპა საქართველოში“

თარიღი: 11-12 დეკემბერი, 2013 წ.

სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი [CSS]

კონფერენცია ეძღვნება სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის 10 წლის იუბილეს

კონფერენციის ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ ცხადად დააფიქსირა სწრაფვა ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სივრცისაკენ. ოცი წლის განმავლობაში ქვეყანა აქტიურად აწარმოებდა ევროპული ინტეგრაციის იდეის პროპაგანდას. 1999 წელს საქართველო ევროსაბჭოს სრულუფლებიანი წევრიც გახდა. თუმცა, საინტერესოა რამდენად აისახება ეს სწრაფვა, ევროპული ღირებულებები, სტრუქტურები, ინსტიტუტები, მოთხოვნები საქართველოს ინსტიტუციურ სტრუქტურასა და ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში; რამდენად რეალურია საქართველოს ევროპეიზაციის პროცესი?


კონფერენციის ძირითადი კონცენტრაცია იქნება ზემოთაღნიშნული საკითხები და მოიცავს შემდეგ სფეროებს: საერთაშორისო ურთიერთობები და უსაფრთხოება, გენდერული თანასწორობა, სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საკითხები, ღირებულებები, განვითარება, განათლება. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომლებიც მუშაობენ სოციალური მეცნიერებებში ან დაინტერესებულნი არიან ჩამოთვლილი დისციპლინებით. უპირატესობა მიენიჭება ინტერდისციპლინურ და მულტიდისციპლინურ მიდგომას.

მოთხოვნები


კონფერენციის მონაწილეებმა სააპლიკაციო ფორმა (თანდართულია) და აბსტრაქტები უნდა გააგზავნონ შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: css.conference2013@css.ge 2013 წლის 25 ოქტომბრამდე. მიიღება მხოლოდ ელექტრონული აპლიკაციები.


კონფერენციის ენა: ინგლისური

დამატებითი ინფორმაციისთვის ინსტრუქციებთან, კონფერენციის გადასახადსა და სხვა დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ ეწვიოთ: http://css.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=8&info_id=838

ნებისმიერი კითხვისთვის კონფერენციასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე:

ფალიაშვილის ქ. 33, 0179 თბილისი, საქართველო

ტელ: : +995 32 2290095

+995 32 2102781

ელ-ფოსტა: css.conference2013@css.ge (subject: CSS Conference “Europe in Georgia”)

წყარო: [თსუ – სამეცნიერო პორტალი]