არასრულწლოვანთა დაწესებულებაში სკოლის ახალი შენობა ამოქმედდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა არასრულწლოვანთა #11 სპეციალიზებული დაწესებულების სკოლის ახალი შენობა დაათვალიერეს, პედაგოგებს შეხვდნენ და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს.
ორსართულიან სასწავლო
დაწესებულებაში პირველ სართულზე საკლასო ოთახები, ხოლო მეორეზე სარეაბილიტაციო ცენტრია
განთავსებული. მოქმედებს რამდენიმე მრავალფუნქციური ოთახი, ჯგუფური თერაპიისა და სოციალურ
მუშაკთან ინდივიდუალური მუშაობისთვის განკუთვნილი კაბინეტები. შენობაშია განახლებული
ბიბლიოთეკაც, სადაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალება ეძლევათ, დამატებით საკითხავი,
მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურა მოიძიონ.
სასწავლო დაწესებულებაში განახლებულია აღჭურვილობა. ახალი სკოლა 100-მდე მოსწავლის
საჭიროებაზეა გათვლილი.
- Login to post comments