30 წელიწადში გაოთხმაგებული ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გამოწვეული ზარალი

ათი წლის მანძილზე ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გამოწვეული ზარალი წელიწადში 200 მილიარდი დოლარი დაჯდა, ანუ ოთხჯერ მეტი, ვიდრე 1980-იან წლებში.
ბოლო ოცდაათი წელია, ბუნებრივი კატასტროფებისაგან გარდაიცვალა 2,5 მილიონი ადამიანი, რომელთაგან სამი მეოთხედი დაკავშირებულია ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებთან და 4 000 მილიარდ დოლარზე მეტ ზარალთან, აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მოხსენებაში, რომელიც გამოქვეყნდა ვარშავაში გაეროს კლიმატის კონფერენციაზე.
„უძლიერესი ტაიფუნი ჰაიანი, რომელიც ფილიპინებს დაატყდა თავს, გვიჩვენებს, თუ როგორ ამკაცრებს კლიმატური ცვლილებები ექსტრემალურ მეტეოროლოგიურ მოვლენებს“, განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა ჯიმ იონგ კიმმა.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:
http://sciencesetavenir.nouvelobs.com/nature-environnement/20131119.OBS5944/les-degats-dus-aux-catastrophes-naturelles-quadruplent-en-30-ans.html?xtor=RSS-24dus-aux-catastrophes-naturelles-quadruplent-en-30-ans.html?xtor=RSS-24
- Login to post comments