Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაცია გაიმართა

direqtorta%20standarti

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორის სტანდარტის პრეზენტაციას დაესწრო. ნორმატიული დოკუმენტი, რომელზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტები მუშაობდნენ, სკოლის დირექტორის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სტანდარტს ადგენს. 

სკოლის დირექტორის სტანდარტზე მომუშავე ჯგუფში მონაწილეობას იღებდნენ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები, დამოუკიდებელი ექსპერტები, იურისტები, ფსიქოლოგები, ასევე საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ-ის წარმომადგენლები. სპეციალურ კონსულტანტებად მოწვეული იყვნენ ჰარვარდისა და ვანდერბილდის უნივერსიტეტის პროფესორები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლის დირექტორებისთვის დამხმარე პროფესიული სახელმძღვანელოს შემუშავებასაც გეგმავს.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]