Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

cripps-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა მიაგნეს C ჰეპატიტის ძირითად შემადგენელ ნაწილს.



ეს არის ახალი სურათი C ჰეპატიტის E2 პროტეინისა, რომელსაც ვირუსი  ღვიძლის უჯრედების ინფიცირებისთვის იყენებს. იგი ხელს შეუწყობს ახალი ვაქცინის შექმნას დაავადების წინააღმდეგ საბრძოლველად.  

Scripps-ის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა შეადგინეს დღეისათვის ყველაზე დეტალური სურათი C ჰეპატიტის ვირუსის ყველაზე კრიტიკული ნაწილისა, რომელსაც იგი ღვიძლის უჯრედების ინფიცირებისთვის იყენებს. ახალმა მონაცემებმა გამოავლინა ამ პროტეინის მოულოდნელი სტრუქტურული თვისობრივი მახასიათებლები, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს C ჰეპატიტის ეფექტური ვაქცინის შექმნის მცდელობას.

C ჰეპატიტის ნებისმიერი ვაქცინის სამიზნეს წარმოადგენს E2 პროტეინი. მეცნიერებმა უკვე გამოყვეს იშვიათი ანტისხეულები, რომლებიც E2 პროტეინს ებმიან იმისათვის, რომ გაანეიტრალონ დიდი რაოდენობით ვირუსული უჯრედები.

„აღფრთოვანებულები ვართ ამ აღმოჩენით. ძალიან რთული იყო E2-ის მაღალი გარჩევადობის სტრუქტურული გამოსახულების მიღება, რასაც მრავალი წლის შრომა დასჭირდა“ – განაცხადეს Scripps-ის კვლევითი ინსტიტუტის სტრუქტურული ბიოლოგიის პროფესორმა, ახალი კვლევის მთავარმა ავტორმა, იან ილსონმა და იმავე ინსტიტუტის პროფესორის ასისტენტმა მენსან ლოომ.  

კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ის 29 ნოემბრის გამოშვებაში გამოქვეყნდა.

ვრცლად: eurekalert.org