Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უსინათლოებისათვის განკუთვნილი ვებ-საიტის bu.org.ge პრეზენტაცია

1bac5e8c029d

6 დეკემბერს 16:00 საათზე თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ვებ-საიტის bu.org.ge პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი მომხმარებლებისათვის არის განკუთვნილი. საიტით სარგებლობა მხედველ მომხმარებლებსაც შეუძლიათ.

ასოციაციის „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“ ძალისხმევით ადრეულ წლებში შექმნილია ქართული კომპიუტერული ხმოვანი პროგრამების პაკეტი, რომელიც მხედველობამოკლებულ პირებს საშუალებას აძლევს ისევე გამოიყენონ კომპიუტერი, როგორც მხედველებმა. ამ პაკეტის არსებობა აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა უსინათლოთა მიერ კომპიუტერის აქტიური გამოყენებისათვის.

 სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ასოციაციამ უსინათლოებს კომპიუტერზე დამოუკიდებლად მუშაობა შეასწავლა. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბენეფიციარები იძენდნენ კომპიუტერზე მუშაობის მხოლოდ ზოგად უნარებს. სწავლების პერიოდში მათ მიერ გაკეთებულმა ჩანაწერებმა ვერ შეასრულა მეთოდურად გამართული, ფუნდამენტური, სისტემატიზებული, პრაქტიკული სახელმძღვანელოს ფუნქცია. სწავლების დაფინანსების წყვეტილობამ საშუალება არ მოგვცა, საქართველოში მცხოვრები უსინათლოთა მთელი კონტიგენტი მოგვეცვა. ეს ვებ-საიტი კი სწორედ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. საიტის შექმნის პროექტის ფარგლებში დაიწერა ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტის შესწავლისა და ათვისების ადაპტირებული სახელმძღვანელო, რომელიც დაყოფილია გაკვეთილებად. თითოეული გაკვეთილის შემდეგ, მასალის განმტკიცების მიზნით, მოცემულია საკონტროლო კითხვები და დავალებები პასუხებით. გარდა ამისა, საიტზე მოცემულია: აღნიშნული სახელმძღვანელოს აუდიო ვერსია; ქართული ხმოვანი პროგრამების პაკეტის საინსტალაციო ფაილი ბიბლიოთეკითურთ და მის გარეშე; რუსულ-ინგლისური ხმოვანი პროგრამების პაკეტი – NVDA, მისი საინსტალაციო ფაილი, მოხმარების სახელმძღვანელო და აუდიო ვერსია.

საიტს, გარდა სტანდარტული განყოფილებებისა, გააჩნია საბიბლიოთეკო ნაწილი, სადაც ჩატვირთულია 3600-ზე მეტი დასახელების საბიბლიოთეკო ეგზემპლარი, რომლითაც ნებისმიერი მომხმარებელი ისარგებლებს. 

საქართველოს ფარგლებში მცხოვრებ ნებისმიერ უსინათლოს შეუძლია გადმოიწეროს და ნებისმიერ კომპიუტერზე დააყენოს საინსტალაციო ფაილები და სახელმძღვანელოები, რომელთა დაყენების წესებსაც საიტზე გაეცნობიან. 

საიტის შექმნის პროცესში გათვალისწინებული იქნა მცირემხედველთა მოთხოვნილებებიც. საიტის შექმნით შესაძლებელი გახდა ქართული ხმოვანი პროგრამებისა და მათი შესასწავლი სახელმძღვანელოების ფართო ხელმისაწვდომობა. დამოუკიდებლად შემსწავლელთათვის მომავალში განზრახულია კონსულტაციების ჩატარება სკაიპის დახმარებით. 

უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაცია „უსინათლოები საზღვრების გარეშე“ 2001 წლის 3 დეკემბერს დაარსდა. ასოციაციის თავმჯდომარე კიბერნეტიკოსი ბესარიონ სოლოღაშვილია. ასოციაციის მიზანია შეეცადოს უსინათლოთა და მცირე მხედველთა ძირითადი ნაკლის - მხედველობის უქონლობით გამოწვეული უუნარობის შემსუბუქებას თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების გამოყენებით; აამაღლოს უსინათლოთა ინტელექტი, მისცეს პროფესიული ჩვევები მათი ადაპტაციისა და სათანადო ადგილების დამკვიდრებისათვის სამოქალაქო საზოგადოებაში.

წლების განმავლობაში ასოციაციამ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა. 2008 წლიდან კი იგი თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობაში აგრძელებს მუშაობას. 2011 წლის 11 მაისს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ასოციაცია „უსინათლოები საზღვრებს გარეშე“, უსინათლოთა და მცირე მხედველთა საბიბლიოთეკო მომსახურების ცენტრის აუდიო–წიგნების ჩამწერი სტუდია „ექოს“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ხელშეწყობით შეიქმნა.

სტუდია განკუთვნილია ბიბლიოთეკაში აუდიო ფონდის შექმნისთვის, სადაც იწერება, აუდიო სახელმძღვანელოები, სამეცნიერო ნაშრომები, ლექციები, თანამედროვე მხატვრული ლიტერატურა და სხვა. ამ სტუდიის შექმნის მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენ ამ გზით ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ განათლებისა და მეცნიერების სისტემაში და ხელი შევუწყოთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების რეალიზებას საზოგადოებაში, რათა მათ თავი იგრძნონ საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.