Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

92 წლის ასაკში ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

1CHABUA1
92 წლის ასაკში ჭაბუა ამირეჯიბი გარდაიცვალა

ჭაბუა ირაკლის ძე ამირეჯიბი 1921 წლის 18 ნოემბერს დაიბადა. თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე ჩააბარა, რომელსაც 1928 წელს წარჩინებით დაამთავრა. 1929 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე აგრძელებს სწავლას, საიდანაც ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადადის.
ჭაბუა ამირეჯიბი მოთხრობებს ბავშვობიდან წერდა. პატიმრობის შემდეგ, 1960 წელს ჟურნალ "მნათობში“ მისი პირველი მოთხრობა – “რატომ არ დამაცადე” დაიბეჭდა. მწერლის ნაწარმოებებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული „დათა თუთაშხიამ“ მოიტანა. ჭაბუა ამირეჯიბს ეკუთვნის მოთხრობათა კრებულები: „ძია შოთას ბადია”, „გზა”, არაკების კრებული „თაფლის წვეთი”, კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები, სტატიები კინემატოგრაფიის საკითხებზე. მწერლის ნაწარმოებებია მოთხრობები: „ჩემი მეჯღანე ბიძა”, „ხარის აღსარება”, „გიორგი ბურდული” და სხვა.

წყარო: telegraph.ge