Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

მხარდაჭერის წერილი ამერიკელი კოლეგისაგან

Albright_Kendra

ძალიან თბილი წერილი მივიღეთ ჩვენი ამერიკელი კოლეგისაგან, რომელიც ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა თბილისში და რამდენჯერმე ეწვია ბიბლიოთეკას.

ვაქვეყნებთ წერილის ქართულ თარგმანს (შემოკლებით) და ინგლისურ ფაილს.

ირაკლი ღარიბაშვილი

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი


ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს,


სიამოვნებით გწერთ ამ წერილს და გამოვხატავ ჩემს მხარდაჭერას ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიმართ. თბილისში მოღვაწეობის პერიოდში,  როგორც საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებათა პროფესორი, GIPA-სთან  ერთად მჭიდროდ ვთანამშრომლობდი ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასთან. მოწვეული პროფესორის სტატუსით ვმუშაობდი მაგისტრანტებთან, რომლებიც საჭირო მასალას მხოლოდ თქვენი ბიბლიოთეკის საშუალებით იღებდნენ. თქვენს ბიბლიოთეკაში,  განსხვავებით სხვა ბიბლიოთეკებისაგან, თავმოყრილია უამრავი ფართოდ გამოყენებადი კოლექცია.  განსაკუთრებით აღსანიშნავია თქვენი და თქვენი თანამშრომლების მომსახურების მაღალი დონე.

თქვენი ბიბლიოთეკა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ საგანძურს. ბიბლიოთეკის ფონდები მოიცავს მსოფლიოს უდიდესი კოლექციის მინიატურულ წიგნებს და ტექნიკურ დოკუმენტაციას. თქვენ შეზღუდული რესურსებით შეძელით  შესანიშნავი სამუშაო გარემოს შექმნა და ფონდების ორგანიზება. სასიამოვნო იყო  ყოველი ჩემი ვიზიტი თქვენს ბიბლიოთეკაში.

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას აგრეთვე აქვს შესანიშნავი ვებგვერდი ქართულ და ინგლისურ ენებზე.  სტუდენტები მოხარულნი არიან რომ შეუძლიათ საჭირო მონაცემთა ბაზების და კვლევითი მასალის მოძიება. დადებითად ვაფასებ თქვენს მონდომებას დაუთმოთ დრო    სტუდენტების სპეციალურ მომზადებას. აღფრთოვანებული ვარ რომ საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებათა (LIS) პროფესორებმა და პროფესიონალებმა იციან ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შესახებ. სინგაპურში IFLA-ს   ყოველწლიურ შეხვედრაზე ყოფნისას შოტლანდიის  რობერტ გორდონის უნივერსიტეტის პროფესორმა იან ჯონსონმა და მე აღმოვაჩინეთ რომ თქვენი ბიბლიოთეკა ჩვენთვის ახლობელია.

სასიამოვნო იყო თქვენთან თანამშრომლობა. იმედია ჩვენი პროფესიული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. 


ქენდრა ოლბრაიტი
სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო და საინფორმაციო
მეცნიერებათა სკოლის ასოცირებული პროფესორი