Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მოცარტის უცნობი სნეულებები

f8e69a7a81fa

უილიამ დოუსონი (William J. Dawson) ქირურგ-ორთოპედად მუშაობდა, ახლა პენსიაზეა და დრო სამეცნიერო ლიტერატურის გაანალიზებას მიუძღვნა. იგი მოცარტის გარდაცვალების მიზეზებით დაინტერესდა, გაეცნო მასალებს და ამ საკითხთან დაკავშირებით 118 ჰიპოტეზა ჩამოაყალიბა. ახალი კვლევის შედეგები „The New York Times“-მა გამოაქვეყნა. დიუსონმა, რომელიც თვითონაც უკრავს ფაგოტზე, კომპოზიტორის მომაკვდინებელი ავადმყოფობის ხუთი ვერსია შემოგვთავაზა, მათ შორის: მოწამვლა, ინფექცია, გულ-სისხლძარღვთა და თირკმელის დაავადებები და ა.შ. ექიმი ვარაუდობს, რომ სისხლის გამოშვებას, როგორც მკურნალობის მეთოდს, მოცარტის გარდაცვალების დაჩქარებაც კი შეეძლო... კომპოზიტორის მოწამვლის ვერსია მეცნიერებმა დროთა განმავლობაში უარყვეს, რამდენადაც მიიჩნიეს, რომ ის ჭორებს ეფუძნებოდა. არსებობს რამდენიმე მოსაზრება, რომლის თანახმადაც მოცარტი ფიქრობდა, რომ მოწამლული იყო, რაშიც მოგვიანებით თავადვე შეეპარა ეჭვი და საბოლოოდ, ეს მოსაზრება უარყო. სავარაუდო დიაგნოზებს შორის მოხვდა: ურემია, რევმატიზმი, ტუბერკულიოზი და სეპტიკური ენდოკარდიტი. დოუსონმა განაცხადა, რომ საკუთარი ვერსიებიდან უპირატესობას ერთ-ერთს - თირკმელების უკმარისობას ანიჭებს. ვერსიების გაანალიზებისას დიუსონი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სავარაუდოთა შორის მხოლოდ ერთის დასახელება შეუძლებელია, რადგანაც არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულებები, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა უნდა გაგრძელდეს.

მოცარტის ავადმყოფობის შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს და არც გვამის გაკვეთა მომხდარა. კომპოზიტორის საერთო სასაფლაოზე დაკრძალეს. ისტორიკოსები იძულებულნი არიან დაეყრდნონ და გაითვალისწინონ მტკიცებულებები, რომლებიც მოცარტის შვილს, მის ქვრივსა და დას უკავშირდება. ამ საკითხზე ისინი მოგვიანებით ალაპარაკდნენ. მათი მოსაზრებების გარდა, შემორჩენილია ექიმის ჩანაწერები, რომელიც მოცარტის მკურნალ ექიმებს ესაუბრებოდა. ცნობილია, რომ მეცნიერებმა მოცარტის ნათესავების ავადმყოფობებიც კი შეისწავლეს. კომპოზიტორი ლოგინად 1791 წლის 20 ნოემბერს ჩავარდა. ამ დროს მას დაძაბული სამუშაო რეჟიმი ჰქონდა, რადგანაც სწორედ ამ პერიოდში შეიქმნა მისი „ჯადოსნური ფლეიტა“, „კონცერტი კლარნეტისათვის“, „მცირე მასონური კანტატა“ და „რეკვიემის“ ნაწილი... მას აწუხებდა სიცხე, გულისრევა და საერთო აპათია. 35 წლის კომპოზიტორს ექიმი მხოლოდ 4 დეკემბრის საღამოს გამოუძახეს, 5 ოქტომბრის ღამეს კი გარდაიცვალა. ექიმმა მისი ავადმყოფობა მალარიად მონათლა, თუმცა თანამედროვე მედიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს მოცარტის ავადმყოფობის აღწერა უფროა ვიდრე ზუსტი დიაგნოზი.