Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ტემპუსის პროექტის SSRULLI


ტემპუსის პროექტის SSRULLI (უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა


    3 მარტს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ტემპუსის პროექტის SSRULLI (Strengthening the Specific Role of Universities as Lifelong Learning Institutions / უნივერსიტეტების, როგორც უწყვეტი განათლების ინსტიტუციების როლის გაძლიერება) პირველი საერთაშორისო სამუშო შეხვედრა. შეხვედრის გახსნას დაესწრებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, თსუ–ის რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი და ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები საქართველოდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, ესტონეთიდან, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.
    SSRULLI ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების სისტემის განვითარებას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში შემუშავდება საუნივერსიტეტო სტრატეგიები და რეგიონული რეკომენდაციები საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების შესახებ. ყოველ პარტნიორ უნივერსიტეტში შეიქმნება და დაინერგება მინიმუმ ერთი უწყვეტი განათლების კურსი. ასევე შეიქმნება საუნივერსიტეტო უწყვეტი განათლების რეგიონული ქსელი, რომლის მიზანიც პარტნიორ უნივერსიტეტებში უწყვეტი განათლების შემდგომი განვითარების ხელშეწყობა იქნება.
    სამუშაო შეხვედრა 4 მარტს დასრულდება. პროექტის წარმდგენი და კოორდინატორია თსუ, რომელიც კვლავ ლიდერობს ტემპუსის პროექტების რაოდენობით არამხოლო საქართველოსა და რეგიონში, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია