Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

დროის პარადოქსი: რატომ ვერ ჩერდება დრო, თუმცა უნდა გაჩერდეს

could-time-end_1

დიახ და არა! დროის გაჩერება, როგორც ჩანს თან შეუძლებელი და თან გარდაუვალია. ამ პარადოქსზე მუშაობდა ფიზიკოსთა ჯგუფი.

ძირითადი კონცეფციები:

აინშტაინის ფარდობითობის ზოგადი თეორია წინასწარმეტყველებს, რომ დროის ათვლა მთავრდება ე.წ. ”განსაკუთრებულ" (სინგულარულ) მომენტებში, როგორებიცაა მაგ. როდესაც მატერია მიაღწევს შავი ხვრელის ცენტრს, ან როდესაც მოხდება სამყაროს "დიდი მსხვრევა". თუმცა თეორია იმასაც წინასწარმეტყველებს, რომ ასეთი განსაკუთრებული შემთხვევები ფიზიკურად შეუძლებელია.

ამ პარადოქსის ამოხსნის საშუალება არის, დროის დასასრული მივიჩნიოთ, როგორც თანმიმდევრული და არა უცაბედი მოვლენა. დრომ შესაძლებელია ერთმანეთის თანმიმდევრულად დაკარგოს მისი თანმდევი თვისებები: მიმართულება, დროის ხანგრძლივობის ცნება და მის მიერ მოვლენების მიზეზობრივი თანმიმდევრობით განლაგების როლი. დასასრულს, დრომ შეიძლება გზა დაუთმოს უფრო ღრმა ცნებას - ფიზიკას, რომელსაც დრო არ გააჩნია.

ჩვენი გამოცდილებით, რეალურად არასოდეს არაფერი მთავრდება. გარდაცველების შემდეგ, ადამიანის სხეული იხრწნება, მატერია კი უბრუნდება დედამიწას და ჰაერს, რაც საშუალებას იძლევა ახალი სიცოცხლის შექმნისათვის. მაგრამ, ყველაფერი ამგვარად იქნება ყოველთვის? შესაძლებელია, თუ არა, მომავალში დადგეს ისეთი მომენტი, რომ გარდაცვალების შემდგომი ახალი სიცოცხლე აღარ არსებობდეს? სამწუხაროდ, თანამედროვე ფიზიკა აცხადებს, რომ პასუხია, დიახ. დრო შესაძლებელია დასრულდეს. ყოველგვარი ქმედება შეიძლება შეწყდეს და აღარ განახლდეს ან აღდგეს. დროის დასასრული კი იქნებოდა ”დასასრულის დასასრული”.

ვრცლად: Scientific American Magazine