Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გ.გიგაური - ფარული ნიშნები აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში

1111
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში ”მაგთის” ხელშეწყობით 2009 წლის ექსპედიციების შედეგად მატერიალური კულტურის ძეგლებზე აღმოჩენილია ამოკვეთილი ამოუცნობი ნიშნების შემცველი 163 ქვა. აქედან ხევსურეთის 11 სოფლის ტერიტორიაზე - 60 ნიშნიანი ქვა, 74 - თუშეთის ტერიტორიაზე, თრუსოს ხეობაში - 25, ფშავში, კი - 4 ქვა. ნიშნების საერთო რაოდენობა 500 ერთეულამდეა. ნიშნები ხაზოვანია. გეომეტრიულ ფიგურებში ჩართულია პეტროგლიფების და ასომთავრული ასოების მსგავსი ნიშნები. ფარული ნიშნები მონუმენტური, ჩამოყალიბებულია. ნიშნიანი ქვების ზომები მერყეობს 30- 100 სმ. ფარგლებში. ნიშნების ზომები ძირითადად 8-20 სმ-ია. ნიშნები ქვაზე ამოჭრით, ამოტვიფრითაა შესრულებული. ჩანს, რომ ქვები მეორადი გამოყენებისაა. ისინი ჩატანებულია ჯვარ - სალოცავებისა და ციხე - კოშკების კედლებში. ნიშნების ამოჭრის დრო დაუდგენელია. ფარული ნიშნების შეკრების და დახარისხების შემდგომ იკვეთება გარკვეული სისტემის არსებობა. ნიშნები სხვადასხვა სოფელში, სხვადასხვა ხელწერით მეორდება. ძირითად ჯგუფში 40 ნიშანია. ამ ნიშნებიდან 17-18 მეორდება. თვითოეულ ქვაზე ყველაზე მეტი 20 ნიშანია გაფანტულად ამოტვიფრული. ნიშნებში ჭარბობს კოსმოგონიური ხასიათის სიმბოლოები. ფარული ნიშნები მოიპოვება იმ რეგიონში, სადაც შემორჩენილია ზოგად ქართული ხასიათის გეომეტრიული ორნამენტიკა. ანალოგიური ფარული ნიშნების ერთეულები გვხვდება საქართველოს სხვა რეგიონებში: სამცხე - ჯავახეთში, მთიან სამეგრელოში, სვანეთში, კახეთში. საქართველოს მოსაზღვრე მაღალმთიან ინგუშეთში და არღუნის ხეობის მოსაზღვრე რეგიონში. (სოფლებში: ბერკინო, ფახიე, ოშნი). მათ ადგილობრივები ”ჯვრიან ქვებს” უწოდებენ. შედარებითი ცხრილის მიხედვით ზუსტად ასეთი ნიშნები სხვაგან არ ფიქსირდება. ზოგადი მსგავსება შეიმჩნევა შუამდინარეთულ წინალურსმურ, კრეტულ, იბერიულ და ეგვიპტის გაუშიფრავ ხაზოვან ნიშნებთან. ქ.კახუნის (ძვ.წ. 25-ე საუკ.) და ქ.გურობა (ძვ.წ. მე-12 საუკ.) ფარული ნიშნების მსგავსება 15 - 25 ნიშნის შუალედებშია. საინტერესო მსგავსებაა ე.წ. ”მესოპოტამიურ უცნობ დამწერლობის“ ნიშნებთან (Д.Дирингер. ”Алфавит” M., 1963. გვ.640) ნიშნები ლოკალურია და სავარაუდოდ, საკრალური, საინფორმაციო ხასიათისაა. კრიპტოგრამები, რომლებიც საქართველოს მთამ შემოინახა, ტრადიციათა უწყვეტობის გამო, ატარებს ქართულ გადმოცემებში აღწერილ წარმოდგენათა ნაკვალევს. მათი კოსმოგონიური ხასიათის იერსახე წააგავს ქართული დედაბოძის გეომეტრიული ორნამენტიკის სიმბოლოებს. ყველა მოძიებული მასალა, ჩემი და სხვათა შეხედულებები მეცნიერების საკვლევია.

333333


წყარო: http://saunje.ge/index.php?id=1199&lang=ka