Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

14 აპრილი-დედა ენის დღეა

dedaena

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გილოცავთ დედაენის დღეს და გაცნობებთ:

14 აპრილს 17:00 ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (მ. ალექსიძის ქ. 1–4) ქართული ენის ყველა გულშემატკივარს ეპატიჟება ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. პირველ ნაწილში წარმოდგენილი იქნება საზღვერგარეთ დაცული „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“–ს სამი სხვადასხვა ხელნაწერის მიკროფირის ელექტრონულ ფორმატში გადატანილი ვერსია, რომელიც განთავსებულია ბიბლიოთეკის ვებ. გვერდზე. მეორე ნაწილი დაეთმობა თემას - „ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის წვლილი ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიური უზრუნველყოფის განვითარებაში“. პირველი სართულის ფოიე დაეთმობა ბიბლიოთეკაში დაცული იაკობ გოგებაშივილის „დედა ენისა“ და „ბუნების კარის“ ყველა გამოცემას. ასევე წარმოდგენილი იქნება „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“–ს სამი სხვადასხვა ხელნაწერის მიკროფირის ფოტოპირი.
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ქ–ნი მანანა ბუკია წლების მანძილზე მუშაობს და იკვლევს ქართული ხელნაწერების ბიბლიოთეკაში დაცულ მიკროფირებს, ის გვესაუბრება იმ საინტერესო აღმოჩენებზეც რაც „ქებაი და დიდებაის...“ მიკროფირების გაციფრების პროცესში გახდა ცნობილი.
ბიბლიოთეკის დირექტორი ბ–ნი ირაკლი ღარიბაშვილი ისაუბრებს რა საქმიანობა გასწიეს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა თანამედროვე ტექნოლოგიებში ქართული ენის ხელმისაწვდომობისა და დანერგვის თვალსაზრისით.
1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაციის მონაწილე ბიბლიოთეკის თანამშრომლები მოიგონებენ ამ დღის
მოვლენებს.