Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ობობებმა თევზაობაც იციან

7428827-les-araignees-savent-aussi-pecher
შვეცარიის, ბალის უნივერსიტეტის თანამშრომლის, მარტინ ნიფელერისა და Western Australia-ს უნივერსიტეტის თანამშრობლის, ბრადლი პასის დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი ქმედება განსაკუთრებულ იშვიათობას არ წარმოადგენს. ჟურნალ Plos One-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი დოკუმენტურად წარმოგვიდგენენ ობობების უამრავ სახეობას თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით (გამონაკლისს წარმოადგენს ანტარქტიკა), რომლებსაც უნარი აქვთ, იკვებონ პატარა თევზებით.
სისტემატური გამოცდების ფონზე გაირკვა, რომ ობობების მინიმუმ ხუთი ოჯახი გარეულ პირობებში თავს ესხმის პატარა თევზებს, სამი ოჯახი კი მოიცავს იმ სახეობებს, რომლებიც ნადირობის ამ ტექნიკას ლაბორატორიულ პირობებში ითვისებენ. ყველა ეს ობობა ცხოვრობს, ძირითადად, წყლის მახლობლად, გუბეებთან, ჭაობებთან, სადაც წყალი მტკნარია და არ არის ღრმა.
თევზების დასაჭერად ობობა უკანა კიდურებს ქვის, ან მცენარის უკან მოჭიდებს, წინა კიდურებს კი წყლის ზედაპირზე დააწყობს და ჩასაფრდება. როგორც კი შენიშნავს თევზს, დაიჭერს და მის პარალიზებას მოახდენს თავისი ძლიერი ნეიროტოქსინებით, შემდეგ მშრალ კუთხეში გადაიტანს შესაჭმელად. კვების პროცესი შეიძლება საათობით გაგრძელდეს, აღნიშნავენ მკვლევარები, მაგრამ ობობებს გააჩნიათ ენზიმები, რაც საშუალებას აძლევს მათ, მოინელონ მსხვერპლი, რომელიც ბევრად აღემატებათ წონასა და ზომაში.

სამეცნიერო წყარო (ინგლ.): http://www.plosone.org/

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: