Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კარავაჯოს „იუდას ამბორი“ უკრაინას დაუბრუნდა

52c5744803ef

 გერმანიამ უკრაინას კარავჯოს „იუდას ამბორი“ დაუბრუნა, რომელიც 2008 წელს ოდესის მუზეუმიდან მოიპარეს. სურათის გადაცემა ბერლინის ერთ-ერთ გალერეაში შედგა, უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორია იანუკოვიჩის გერმანიაში ვიზიტის დროს. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც პრეზიდენტთან ერთად გერმანიაში იმყოფებოდა, აცხადებს , რომ სურათი უკრაინელ რესტავრატორებს გადაეცემათ, რადგან მძარცველებმა იგი ძალიან დააზიანეს. პირველადი კონსერვაცია, რომელმაც 30 000 ევრო შეადგინა, სურათს გერმანულმა მხარემ ჩაუტარა, რაც საშუალებას იძლევა, „იუდას ამბორი“ უკრაინაში ჩაიტანონ. „ეს არის გერამნიის საჩუქარი უკრაინელი ხალხისთვის.“ - განცხადა ვიქტორია იანუკოვიჩმა.

ოდესის დასავლეთის და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმიდან ორი წლის წინ მოპარული კარავაჯოს ნახატი, სახელწოდებით „ქრისტეს დაპატიმრება ანუ იუდას ამბორი“, გერმანიაში 2010 წლის ივლისის თვეში იპოვეს. მაშინ ინფორმაცია „იტარ-ტასმა“ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა. სამართალდამცავი ორგანოების მონაცემებით, გერმანიაში  უკრაინის სამი მოქალაქე დააკავეს, რომლებთანაც აღმოჩნდა მოპარული შედევრი.  „ქრისტეს დაპატიმრება“, კარავაჯოს ერთადერთი ნახატია, რომელიც უკრაინის კოლექციაში ინახებოდა. იგი ერთ-ერთმა ქურდმა 2008 წლის 30 ივლისს მოიპარა. ბოროტმოქმედი მუზეუმში ფანჯრიდან შეიპარა, ნამუშევარი ჩარჩოდან ამოჭრა და სახურავიდან გაუჩინარდა. დანაშაულის ჩადენა მოხერხდა, რადგან მუზეუმში დაცვის სისტემა არ არსებობდა, ნაქურდალი კი 100 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. ტილო, რომელიც ოდესაში ინახებოდა, ნახატის ერთ-ერთი ვარიანტია და დაახლოებით 1598 წლით თარიღდება. „ქრისტეს დაპატიმრების“ უფრო ცნობილი ვერსია 1602 წელს მიეკუთვნება და დუბლინში, ირლანდიის ნაციონალურ გალერეაში ინახება. მისი ადრეული ვარიანტი პარიზში რუსეთის ელჩმა საფრანგეთში შეიძინა და დიდ თავად ვლადიმერ ალექსანდრეს ძეს გადასცა. რევოლუციის შემდეგ ნამუშევარი ოდესის სამხატვრო სასწავლებელს გადაეცა, საიდანაც იგი დასავლეთის და აღმოსავლეთის ხელოვნების მუზეუმში აღმოჩნდა.

ოდესის მუზეუმი 1923 წელს სხვადასხვა კოლექციის საფუძველზე დაარსდა. მისი ფონდები წლების განმავლობაში ცენტრალური მუზეუმებიდან ივსებოდა, მათ შორის სახელმწიფო ერმიტაჟიდან. ოდესის მუზეუმის შენობა XIX საუკუნის შუახანების არქიტექტურული ძეგლია, რომელიც 1856-1858 წლებში არქიტექტორ ოტონის პროექტის მიხედვით აშენდა. სასახლის პირველ და მეორე სართულზე განლაგებულ 23 დარბაზში ნამუშევრები სამ განყოფილებად არის ექსპონირებული: ანტიკური, დასავლეთევროპული და აღმოსავლური. მათ შორის გამორჩეულია ირანის (ძველი სპარსეთის), ინდოეთის, მონღოლეთის, ტიბეტის, იაპონიისა და ჩინეთის ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც დამთვალიერებელთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. „ქრისტეს დაპატიმრების, ანუ იუდას ამბორის“ ორიგინალობა 1950-იან წლებში დადასტურდა. 2006 წელს ნამუშევარს რესტავრაცია კიეველმა ექპერტებმა ჩაუტარეს.