Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ასტრონომიული აღმოჩენის ეპოქა


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) პროფესორი, ნარგიზ მავალვალა გრავიტაციული ტალღების აღმოსაჩენ ხელსაწყოს ქმნის.

მისი პროფესიონალური მოღვაწეობის განმავლობაში, MIT-ის პროფესორმა ნარგიზ მავალვალამ უმეტესი დრო დაუთმო ერთადერთ მიზანს, რომელიც ითვალისწინებდა ხელსაწყოს შექმნას გრავიტაციული ტალღების დასადგენად. ეს ტალღები დროსა და სივრცეში, რაც ძლიერი კოსმიური მოვლენების გასაღებს წარმოადგენს — ,,მეტისმეტად განმარტოებულია"— აცხადებს მავალვალა. რეალურად, გრავიტაციული ტალღები მარჯვედ იცილებდნენ მეცნიერების გულმოდგინე თვალთვალის მცდელობებს მათი დადგენის მიზნით, მას შემდეგ, რაც საუკუნის წინ აინშტაინმა მათი არსებობა იწინასწარმეტყველა.

თუმცა ამა წლის მარტში მათი აღმოჩენა შესაძლებელი გახდა: ჰარვარდში არსებული სმიტსონის ასტროფიზიკის ცენტრში ასტრონომებმა აღმოაჩინეს გრავიტაციული ტალღების პირველი უშუალო მტკიცებულება. თავად მალვალასთვის, კურტისისა და ასტროფიზიკის პროფესორ - ქეთრინ მარბლისთვის აღნიშნული სიახლე მეტად ამაღელვებელი ვერ იქნებოდა. მას სჯერა, რომ ეს აღმოჩენა, შესაძლებელია, ასტრონომიული აღმოჩენების ახალი ეპოქის მაუწყებელი იყოს. მისი განცხადებით, ჯერ ისევ წინ გველის ისეთი ახალი აღმოჩენებით გამოწვეული აღფრთოვანება, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია.

უზარმაზარი ციური სხეულები და მოვლენები კოსმოსში, როგორებიცაა ვარსკვლავების წარმოშობა და გაქრობა, ენერგიას წარმოქმნიან სხვადასხვა მოცულობის სინათლის ტალღების მეშვეობით, რომლის აღმოჩენაც ძალუძთ არსებულ ტელესკოპებს, მეცნიერის განცხადებით. თუმცა, კომპაქტური ასტროფიზიკური ობიექტები, როგორებიცაა — ნეიტრონის ვარსკვლავები და სინათლის მშთანთქავი შავი ხვრელები, რომლებიც როგორც მეცნიერებს მიაჩნიათ, ენერგიას გრავიტაციული რადიაციული ტალღების სახით წარმოქმნიან — ადამიანის თვალისთვის კვლავ დაფარულია. ეს ტალღები, სინათლისგან განსხვავებით, ნებისმიერი ობიექტის გავლით მიემართება, რადგან მატერია მათთვის ტრანსპარანტულია. ისინი წყაროდან პირდაპირ ჩვენსკენ დაუბრკოლებლად მოემართებიან, მეცნიერის განცხადებით. მავალვალასთვის გრავიტაციული ტალღები ,,წმინდა მესინჯერია, რომელიც ატარებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ არის სამყარო ურთიერთშეკავშირებული.

ვრცლად: MIT News