Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უძველესი ხანის ჯადოქრის დაკრძალვის რიტუალი – პირველი ”ქელეხი”?

 

Shaman

ორშაბათს, კონექტიკუტის შტატის ზოოარქეოლოგების, ლეონორ გროსმანისა და ნატალი მუნროს მიერ აშშ-ს "მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის" შრომებში გამოქვეყნებული კვლევები ცხადყოფს, რომ შამანების დაკრძალვასთან დაკავშირებული ქელეხი იყო მხოლოდ ერთი თავი ინტენსიურ რიტუალურ ცხოვრებაში ნატუფიანელებისა, რომლებმაც როგორც ცნობილია, დედამიწაზე პირველებმა მიატოვეს მომთაბარე ცხოვრება და დასახლდნენ სოფლად.

12000 წლის წინ, ჩრდილოეთ ისარაელში, მზით განათებულ გამოქვაბულში, მგლოვიარეებმა დაასრულეს შემწვარი კუს ხორცის ჭამა და შეაგროვეს ათეულობით გაშავებული ბაქნები. გამოქვაბულის იატაკზე ღია სამარის გვერდზე მუხლმოდრეკილებმა ბოლოჯერ მიაგეს პატივი მოხუცებულ გარდაცვლილ ქალბატონს და მოამზადეს სულიერი მოგზაურობისთვის.

მათ კუს ბაქნები გარდაცვლილს თავის ქვეშ და მუხლებთან ამოუწყვეს, აგრეთვე, მრავლად განალაგეს მისი ცხედრის ზემოთ და გარშემო. შემდეგ ჩაულაგეს ბევრი იშვიათი და მაგიური ნივთი - ოქროს არწივის ფრთა, ლეოპარდის მენჯი და ადამიანის მოკვეთილი ფეხი.

”მისი შესწავლის შედეგად ნათელი გახდა, რომ ეს საიდუმლოებით მოცული ქალი - წარმომადგენელი  ნატუფიანელების კულტურისა, რომელიც ყვაოდა 15000 და 11600 წლების წინ ახლანდელი ისრაელის ტერიტორიაზე, იორდანიაში, ლიბანში და შესაძლებელია სირიაშიც - იყო მსოფლიოში ყველაზე პირველი შამანი ქალი. გამოცდილ ჯადოქრად და მკურნალად აღიარებული ქალი აგრეთვე მიაჩნდათ სულიერ სამყაროსთან დამაკავშირებლად, რომელიც საკუთარი ხალხის სახელით ურთიერთობას დაამყარებდა ზებუნებრივ ძალებთან, ”განაცხადა გროსმანმა.

სტატია ვრცლად:

Ancient Sorcerer's "Wake" Was First Feast for the Dead? (National Geographic Magazine)

ნატუფიანელების კულტურის შესახებ:

 http://en.wikipedia.org/wiki/Natufian_culture