Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გოდერძი ჩოხელი

a10793

ცნობილი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი გოდერძი ჩოხელი 2 ოქტომბერს 60 წლის გახდებოდა.

გოდერძი ჩოხელი სოფელ ჩოხში 1954 წელს დაიბადა. სოფლის რვაწლიანი სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა დაბა ფასანაურის საშუალო სკოლაში განაგრძო. 1972 წელს ჩააბარა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, შემდეგ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. იყო კინემატოგრაფისტთა კავშირის და მწერალთა კავშირის წევრი. 1997 წლიდან მისი მოთხრობები ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა.

გოდერძი ჩოხელს გამოცემული აქვს ლექსებისა და მოთხრობების კრებულები: „ბინდისფერი სოფელი“, „თევზის წერილები“, „შემინახე, დედაო მიწავ!“ „სულეთის კიდობანი“, „არჩევნები სასაფლაოზე“. ლექსების კრებული „ბედი მდევარი“. მოთხრობების კრებული „შავი არაგვი“, რომელიც არაერთ ენაზეა ნათარგმნი. რომანები - „მგელი“ და „მღდვლის ცოდვა“.

მისი პირველი წიგნი „წერილი ნაძვებს“ 1980 წელს გამოიცა და წლის საუკეთესო პირველი წიგნის პრემიაც მიენიჭა.

გოდერძი ჩოხელის ფილმებს სხვადასხვა კინოფესტივალზე არაერთი პრიზი აქვს მიღებული. 1982 წელს, ობერჰაუზენის საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო გრან–პრი ფილმისთვის „აღდგომა“. ასევე, გრან პრი ანაპის ფესტივალზე „კინოშოკი“ ფილმისთვის „სამოთხის გვრიტები“. მონტე–კარლოს კინოფესტივალზე მიღებული აქვს „ვერცხლის ნიმფა“ და საერთაშორისო კათოლიკური ეკლესიის პრიზი ფილმისთვის „ცოდვის შვილები“. თბილისის „ოქროს არწივის“ ფესტივალზე - პრიზები საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო რეჟისურისათვის და ა.შ.

გოდერძი ჩოხელი 2007 წლის 16 ნოემბერს, 53 წლის ასაკში, გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ის მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერშია დაკრძალული.