ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდა იგეგმება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნას დაესწრნენ. მასში მონაწილეობას მიიღეს მსოფლიოს წამყვანი კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებმა, იტალიის პრეზიდენტმა, ნობელის პრემიის ლაურეატებმა, ათამდე ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების მინისტრებმა, UNESCO-ს, CERN-ის გენერალურმა დირექტორებმა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციებმა.
სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე დაგეგმილია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა იუნესკოს გენერალურ მდივანთან ირინა ბოკოვასთან და ცერნის ბირთვული კვლევების ხელმძღვანელობასთან, რომელზეც ცერნში საქართველოს ასოცირებული წევრობის პერსპექტივები განიხილება. შედგება მოლაპარაკება ევროპულ კვლევით პროექტებში ქართველი ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტების მონაწილეობის გაზრდაზე. განსაკუთრებული ყურადღება თეორიული ფიზიკისა და მათემატიკის მიმართულებებს მიექცევა.
სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან- qetevan-ს ბლოგი
- Login to post comments