Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სავალდებულო ხდება ავტორიზაცია საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად

2010 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა კანონი განათლების ხარისხის განვითარების შესახებ, ცვლილებები შედის  უმაღლესი, პროფესიული  და ზოგადი განათლების შესახებ კანონებში.

საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო ხდება ავტორიზაცია, იმის მიუხედავად, ჰქონდა თუ არა  დაწესებულებას შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

ავტორიზაციის გარეშე დაწესებულება არ არის უფლებამოსილი გამოიყენოს საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განახორციელოს ამ სტატუსიდან გამომდინარე საქმიანობა: მიანიჭოს ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაცია, ან გასცეს შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი.

პირები, რომლებიც კანონის ძალაში შესვლამდე ჩაირიცხნენ ლიცენზირებულ დაწესებულებებში მიიღებენ ამ დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კვალიფიკაციას იმ შემთხვევაში, თუ ეს დაწესებულება განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში 10 დღის ვადაში წარმოადგენს ამ პირთა სახელობით სიას პირადი ნომრების მითითებით და მათი ჩარიცხვის ბრძანებებს.

მათ, ვინც  ერთიანი ეროვნული გამოცდებით ვერ მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლება, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს მიმართონ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს და ჩაირიცხონ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

პროფესიული განათლების შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებით პროფესიული განათლება ჩამოყალიბდა აკადემიური განათლების სრულფასოვან ალტერნატივად, რომელიც დასაქმების ბაზართან უფრო მეტად თავსებადია. პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროფესიული კვალიფიკაცია და იღებს პროფესიულ დიპლომს. პროფესიულ კვალიფიკაციათა რიცხვს განეკუთვნება: ბუღალტერ-მოანგარიშე, ვებ-ტექნოლოგი, მშენებლობის მენეჯერი, სასტუმროს საქმის სპეციალისტი, ლანდშაფტის დიზაინერი, ფერმერი, მეღვინე.

აკადემიურ პროგრამაზე ჩაბარება და სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ 2011 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით, ხოლო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებლად, შესაძლებელია მსურველმა დღესვე მიმართოს როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ისე განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრს შემდგომი კონსულტაციებისთვის.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]