Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კოსმოსური სხივების დაფიქსირება სმარტფონებით არის შესაძლებელი

თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილოება ექსპერიმენტში სახელწოდებით CRAYFIS (Cosmic Rays Found in Smartphones).

ათასობით ენერგიული ნაწილაკი, სახელწოდებით – კოსმოსური სხივები ყოველ წამში გაივლიან ხოლმე ჩვენს სხეულში, რასაც ჩვენ ვერასოდეს ვამჩნევთ. ამჟამად, მეცნიერებს სჭირდებათ თქვენი დახმარება, რათა დააფიქსირონ კოსმოსური რადიაცია თქვენი სმართფონების მეშვეობით, საყოველთაო სამოქალაქო სამეცნიერო პროექტის ფარგლებში.

მეცნიერებმა დანამდვილებით არ იციან, კოსმოსური სხივები საიდან მოდიან, თუმცა ისინი ეჭვობენ, რომ ზეახალი ვარსკვლავები და ძლიერი შავი ხვრელი ჩართულია ამ საქმეში. 

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი რაოდენობის ნაწილაკი „გვბომბავს“, უმაღლესი ენერგიის მქონე კოსმოსური სხივები მათ შორის იშვიათია. შესაბამისად, მათი შესწავლა აქამდე იყო ძნელი. თუმცა, აღმოჩნდა, რომ სმარტფონის კამერა კარგად ახერხებს მათ დაფიქსირებას.

როდესაც ეს განსაკუთრებულად მაღალი ენერგიის სხივები დედამიწის ატმოსფეროში შემოდიან, ისინი უამრავ სხვა დამუხტულ ნაწილაკის "წვიმას" წარმოშობენ და კამერის სენსორზე ეცემიან, რის შედეგსაც წარმოადგენს ერთი პიქსელი ბნელ ფონზე. თუ ერთ გეოგრაფიულ არეალში ნაწილაკებს საკმარისი რაოდენობის მობილური ტელეფონი დააფიქსირებს, მეცნიერები შეძლებენ კოსმოსური სხივების მოძრაობის კვალის დადგენას.

პრაქტიკულად საჭიროა მხოლოდ პროგრამის გადმოტვირთვა და სმარტფონში დაყენება. ამ დროს მისი აკუმულატორიც კი არ დაჯდება.


ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN