როზეტა: 12 ნოემბერს ზონდი Philae კომეტა 67P-ზე დაეშვება

მიუხედავად იმისა, რომ ნიადაგი იდეალურად სწორია არ არის, ის საუკეთესო კომპრომისს წარმოადენს დაშვების უსაფრთხოებას, მზის პანელების განათებასა და სამეცნიერო ინტერესებს შორის, აცხადებს ევროპული კოსმოსური სააგენტო (ESA) .
„ეს უპრეცენდენტო მისია მოგვაწვდის გადამწყვეტ ინფორმაციებს მზის სისტემის ფორმირების, წყლის არსებობის და, შეიძლება, დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ“, განაცხადა ESA-მ.
ჩვენ ახლა ზუსტად ვიცით, სად მოხდება დაშვება, ეს კი მნიშვნელოვანი ეტაპია მომავალი ოპერაციის ძალიან დელიკატური, მაგრამ შთამბეჭდავი შედეგისა“, განაცხადა ფრედ ჟანსენმა, ESA-ს Rosetta-ს მისიის პასუხისმგებელმა პირმა. და მაინც, კიდევ რჩება გადასალახი საკვანძო ეტაპების მთელი ციკლი, სანამ დაშვებისათვის საბოლოო მწვანე შუქი აგვენთება“, გაგვაფრთხილა მან და დააზუსტა, რომ არანაირი რისკი არ იარსებებს. ზონდი Philae-ს გაშვებამდე ერთი წითელი შუქიც რომ აინთოს, ოპერაცია აღარ გაგრძელდება.
ზონდის დაშვების სავარაუდო ადგილი.
ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:http://www.atlantico.fr/atlantico-light/rosetta-sonde-larguera-philae-vers-tete-comete-67p-12-novembre-1810855.html
როზეტას მისიის შესახებ უფრო ვრცლად:
http://en.wikipedia.org/wiki/Rosetta_(spacecraft)
ვიდეოფილმები როზეტას მისიის შესახებ youtube-ზე:
- Login to post comments