Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მინა ტრანსპარანტულ მდგომარეობას იცვლის და ამრეკლავი ხდება ყოველგვარი ენერგიის ჩარევის გარეშე

შექცევადი ელექტრო–ქიმიური სარკეები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას თანამედროვე შენობების ფანჯრებისთვის ენერგო–ხარჯების შესამცირებლად.

მეცნიერებმა სამხრეთ კორეაში შექმნეს შექცევადი ელექტრო–ქიმიური სარკეები, რომლებსაც შეუძლიათ ტრანპარანტული მდგომარეობის შეცვლა, ამრეკლავ მდგომარეობაში გადასვლა და ამგვარი მდგომარეობის ორ საათამდე დროის განმავლობაში შენარჩუნება გარე ელექტროენერგიის ჩარევის გარეშე. ამგვარი სარკისებური მინის გამოყენება შესაძლებელია თანამედროვე ფანჯრებისთვის განათების გასაკონტროლებლად და ენერგო–ხარჯების შესამცირებლად.

Yonsei–ს უნივერსიტეტში, Eunkyoung Kim–ის ჯგუფის მიერ შექმნილი შექცევადი ელექტრო–ქიმიური სარკეები შეიცავს ვერცხლის ელექტროლიტის თხელ ფენას, რომელიც ორი გამჭვირვალე ელექტროდის მინას შორის არის მოთავსებული. როდესაც შემცირებული ძაბვა ირთვება, ვერცხლის ამრეკლავი ფენა ელექტროდის ზედაპირზე გადადის. ჟანგვადი გარემო ვერცხლის იონიზაციის მეშვეობით მინის საფარს შლის.

ადრინდელი სარკისებური მინების ეფექტურობა, რომლებიც თხელი ამრეკლავი ფენებისაგან შედგებოდა, ნაკლები ვადით განისაზღვრებოდა – ელექტროენერგიის გამორთვისთანავე. კიმმა და მისმა თანამშრომლებმა ეს პრობლემა იონური სითხის ელექტროლიტად გამოყენების მეშვეობით მოაგვარეს. „რადგან იონის სითხე იწვევს ორმაგი ელექტრო–შრის წარმოქმნას, რომელიც ანიონებს ლითონის ზედაპირიდან აძევებს, ელექტროდეპოზიტური ლითონების შენარჩუნება ხდება დამატებითი ელექტროენერგიის გამოყენების გარეშე“–განმარტავს კიმი.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN