Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

როგორ ხვდება ებოლა ორგანიზმში?

ვირუსი ადამიანის ორგანიზმში გარეული ცხოველებისგან ხვდება და შემდეგ მოსახლეობაში ვრცელდება დაავადებულ ადამიანთან პირდაპირი კონტაქტის წყალობით (დაზიანებული კანი, ლორწოვანი სხეულები) სისხლით, ბიოლოგიური სითხეებით, შარდით, ნერწყვით, სპერმით. 
გადადება შესაძლებელია, თუ დაზიანებული კანი, ან ლორწოვანი გარსი ავადმყოფის დაინფიცირებული სითხეებით  დაბინძურებულ საგნებთან კონტაქტში მოხვდება (ტანსაცმელი, თეთრეული, ნახმარი ნემსები...). დაინფიცირებული და გარდაცვლილი ადამიანების სხეული ძალიან ინფიცირებულია.
ინფიცირებული ადამიანისთვის ხელის ჩამორთმევა, ან მისგან ერთი მეტრის სიშორეზე ყოფნა ნაკლებად სარისკოა, მაგრამ არასასურველია.
წყალი, ჰაერი და მწერები არ მიეკუთვნებიან დაბინძურების ვექტორებს.

პირველი სიმპტომები
როგორც წესი, ვირუსის გაჩენიდან ერთი კვირის შემდეგ გრიპის მაგვარი სიმპტომები ვლინდება: 
სიცხე, კანკალი, კუნთების ტკივილი, მტკივნეული ყელი, სისუსტე, ზოგადი უძლურება.
სხვა სიმპტომები ჩნდება 5 დღის შემდეგ: წითელი გამონაყარი, კანის აქერცვლა, დიარეა, თავბრუსხვევა და გულისრევა, ტკივილი ფილტვებში, თავის ტკივილი, გონებრივი არეულობა, ჩასისხლიანებული თვალები...
ინკუბაცია გრძელდება 2 – 21 დღე, უფრო ხშირად კი - 4 – 10 დღე პირველი სიმპტომების გამოვლენამდე. ამ პერიოდში გადადების რისკი არ არსებობს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: