Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მასწავლებელთა გადამზადება გრძელდება

booki-2
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრი დიმიტრი შაშკინი  დაწყებითი კლასების  იმ 110  დამრიგებელს შეხვდა და ნეტბუქები გადასცა, რომლებმაც ოთხდღიანი ტრენინგი კომპიუტერების საბაზისო უნარ-ჩვევებში გაიარეს და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს გაეცნენ. გადამზადება სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ექსპერტების მიერ განხორციელდა.

გადამზადებული მასწვლებლები ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, მცხეთის, მესტიისა და თბილისის იმ საპილოტე სკოლებიდან იყვნენ, სადაც ახალი სასწავლო წლიდან  პირველკლასელებს ნეტბუქები დაურიგდებათ და მას სახელმძღვანელოსთან ერთად, როგორც დამხარე საშუალებას, სასწავლო პროცესში გამოიყენებენ.

საპილოტე სკოლების მასწავლებელთა გადამზადება საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებაში და მათი სწავლების პროცესში გამოყენებისთვის გრძელდება. ამჯერად, ტრენინგებს 9-15 სექტემბერს კომპანია ”ინტელი” განახორციელებს.  ტრენინგების ძირითადი თემაა ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო გარემოში, სკოლაში და სახლში.

ტრენინგის შედეგად მასწავლებლები კომპიუტერის საშუალებით  გაკვეთილის მომზადებას, კლასისა და მოსწავლეებთან ერთად მასალის შინაარსის მართვას, სკოლის გარეთ მოსწავლეებთან და მშობლებთან კომუნიკაციას, შინაარსის შექმნასა და კოლეგებთან გაზიარებას,   მოსწავლეების ნამუშევრების შეფასებას შესძლებენ.

 გადამზადებული პედაგოგები მოსწავლეებს  განუვითარებენ ისეთ უნარ-ჩვევებს, როგორიცაა საკლასო კომპიუტერების  საშუალებით, შინაარსზე წვდომა (ონლაინ და ოფლაინ რეჟიმში), საშინაო დავალების მომზადება, მასწავლებლებთან კომუნიკაცია და შინაარსის შექმნა და გაზიარება (ინდივიდუალურად ან ჯგუფებში).

კომპიუტერები, რომელსაც წელს 3000-მდე პირველკლასელი მიიღებს, საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზეა  შექმნილი. იმისათვის, რომ  ნეტბუქი ბავშვისთვის ადვილად გამოსაყენებელი ყოფილიყო   მსოფლიოს მასშტაბით არაერთი კომპეტენტური სპეციალისტი მუშაობდა. 

 სასწავლო კომპიუტერებში ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები, შემეცნებითი კომპიუტერული თამაშები. სახელმძღვანელოსთან ერთად, სწავლების პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება,  დაწყებითი კლასების მოსწავეებისთვის სწავლას უფრო სახალისოს და ადვილად აღსაქმელს გახდის.

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 2011 სასწავლო წლიდან ნეტბუქები  საქართველოს ყველა საჯარო სკოლის პირველკლასელს გადაეცემა.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]