Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სტუმრად ტოსლტოისთან

1aca6cf6d5f4

ხელოვნებისა და ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალი „გენიოსის ბაღი“, რომელიც შვიდი უდიდესი მწერლის შემოქმედებას წარუდგენს მაყურებელს ლევ ტოლსტოის მუზეუმში – იასნაია პოლიანაში გაიხსნა. ფესტივალზე ჩასული სტუმრები ნახავენ ტოლსტოის, სერვანტესის, ჰიუგოს, გოეთეს, ჯოისის, დანტე ალიგიერის და შექსპირის შემოქმედების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს, გადაღებულ ფილმებს, გაიმართება შემოქმედებითი კითხვის საღამოები. ამის შესახებ განცხადება მუზეუმის დირექტორმა ვლადიმერ ტოლსტოიმ გააკეთა. ფესტივალი „გენიოსის ბაღი“ ევროპული პროექტია და შეიქმნა იმისთვის, რომ დაეხმაროს კლასიკურ ფუნდამენტურ ლიტერატურას თავისი მნიშვნელობის შენარჩუნებაში და აგრეთვე მუზეუმები აქციოს მრავალფუნქციურ კულტურულ ცენტრებად. ფესტივალს სტუმრები გერმანიის, იტალიის, საფრანგეთის, ირლანდიის, ესპანეთის, იტალიისა და რუსეთის მუზეუმებიდან ეწვივნენ. მათ შორის არიან მსახიოებები და მუსიკოსები. მათ ჩამოიტანეს სპექტაკლები, ფილმები, მუსიკალური ნომრები, რომ თავისი ქვეყნის გენიოსები წარმოადგინონ. „პროექტი ხუთი წლის წინ სამი მწერლის შემოქმედების წარმოდგენით დაიწყო - ტოლსტოი, შექსპირი და გოეთე. 2009 წელს ფესტივალს ჯეიმს ჯოისის (ირლანდია, დუბლინი) და სერვანტესის (ესპანეთი, მადრიდი) მუზეუმების წარმომადგენლები შეუერთდნენ, წელს კი მათ ჰიუგოს (საფრანგეთი, პარიზი) და დანტე ალიგიერის (იტალია, რომი) მუზეუმების წარმომადგენლები. “ - აღნიშნავს ვლადიმერ ტოლსტოი.

ფესტივალი ფილმ „ანა კარენინას“ ჩვენებით და რეჟისორ სერგეი სალოვიევის შემოქმედებითი საღამოთი დაიწყება. ყოველ საღამოს ორი წარმოდგენა გაიმართება. რუს გენიოს ლევ ტოლსტოის მსახიობი ვასილი ლანავოი წარმოადგენს, იგი წაიკითხავს ნაწყვეტებს რომანიდან „ომი და მშვიდობა.“ დანტე ალიგიერი წარმოდგენილი იქნება მონოსპექტაკლით: მსახიობი, რომელმაც ზეპირად იცის მისი „ღვთაებრივი კომედია“, აუდიტორიის თხოვნით ნაწარმოებიდან ნებისმიერ ადგილს წაიკითხავს. ნაჩვენები იქნება აგრეთვე შექსპირის პიესებზე შექმნილი სპექტაკლები, სპექტაკლი სერვანტესის „დონ კიხოტი“, სცენები გოეთეს „ფაუსტიდან“, მუსიკალური ნაწყვეტები ჯოისის „ულისედან“. „ახლა, როცა მსოფლიოში კულტურისა და ლიტერატურის კრიზისია, ეს შვიდი მწერალი ისტორიულ სიმბოლოებად დარჩება, რომლებიც დასავლეთის ცივილიზაციაში განვითარდნენ,“ - აცხადებს რომის დანტეს მუზეუმის ვიცეპრზიდენტი ენრიკო მალატო.

ფესტივალის ფარგლებში მოსკოვში, არბატზე, ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში, 1–ელ სექტემებრს ამ შვიდი უდიდესი მწერლის ნაწარმოებებზე რუსი მხატვრების მიერ შექმნილი ილუსტრაციების გამოფენა გაიხსნა, ხოლო 5 სექტემბერს მუზეუმ იასნაია პოლიანას გალერეა ტულეში შვიდი მწერლის ისტორიული წიგნების გამოფენა. პროექტი „გენიოსების ბაღის“ ორგანიზატორია მუზეუმი იასნაია პოლიანა და ფონდი „ლევ ტოლსტორის მემკვიდრეობა.“ ფესტივალმა არაერთი ევროპული მუზეუმი, ინსტიტუტი, ორგანიზაცია გააერთიანა, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ევროპელი ლიტერატორების სახელთან.