Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მეცნიერებამ ოსკარი მოიპოვა

ამერიკის კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოვების 87-ე ცერემონიალზე მეცნიერება საყოველთაო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ჯულიანა მურმა ოსკარი მიიღო საუკეთესო როლისათვის ფილმში - Still Alice, რომელშიც კარგად არის გაშუქებული ალცჰაიმერის დაავადება. ასტროფიზიკოსისა და კოსმოლოგის, სტივენ ჰოუკინგის როლის საუკეთესოდ შესრულებისათვის ოსკარი აიღო ედი რედმეინმა, რომელიც კომპუტერული მეცნიერის - ალან თურინგის როლის შემსრულებელ ბენედიქტ ქუმბერბეჩთან ერთად იყო ოსკარზე ნომინირებული.
ცერემონიალზე, აგრეთვე, მოკლედ მიმოიხილეს 7 თებერვლის ღონისძიება, რომლის დროსაც დაჯილდოვდნენ სამეცნიერო და ტექნიკური მიღწევებისთვის. მაგალითად, ლარი ჰორნბექს გადაეცა ჯილდო ციფრული მიკრო-გამოსახულებების ტექნოლოგიის გამოგონებისთვის, რომელიც კინოპროექტირების სტანდარტულ სისტემად იქცა კინოინდუსტრიაში.

და ბოლოს, კინოფილმის - Interstellar - საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიღებული ჯილდოს მფლობელმა, პოლ ფრანკლინმა თავის სიტყვაში განაცხადა: "მადლობას გიხდით დედამიწაზე ყველაზე ჭკვიან ადამიანებს, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორ კიპ თორნს და ყველა მეცნიერ-მკვლევარს, რომლებიც სამყაროს თავისი გასაოცარი სილამაზით წარმოგვიდგენენ".

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN (პოდქასტით)