Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სტეპების მიგრაცია ხელახალ დებატებს განაახლებს ლინგვისტურ წარმოშობასთან დაკავშირებით

ევრაზიის რეგიონი ინდოევროპული ენების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს.

3 მილიარდი ადამიანი - დაწყებული ისლანდიელებით, დამთავრებული შრი-ლანკელებით - საუბრობს 400-ზე მეტ ენასა თუ დიალექტზე, რომლებიც ინდოევროპულ ოჯახს მიეკუთვნება. ორი ახალთახალი კვლევა, რომელთაგან ერთი ეხება უძველესი დროის ადამიანების დნმ-ის, მეორე კი ენების ახლადშედგენილი გენეოლოგიური ხის შესწავლას, მიუთითებს უკრაინისა და რუსეთის სტეპებზე, როგორც ამ მთავარი ლინგვისტური ოჯახის წარმოშობის საფუძველზე, რაც თავის მხრივ განაახლებს უკვე დიდი ხნის დებატებს.

ინდოევროპული ენების ჯგუფს, რომელშიც შედის გერმანულ ენათა ოჯახი, სლავური და რომაული ენები, ასევე კლასიკური სანსკრიტი და სხვები, მეცნიერები დიდი ხანია მიიჩნევენ სამხრეთ აზიის სუბკონტინენტის ენებად. თუმცა, ამ ენების ოჯახის წარმოშობის საკითხი კვლავ საკამათოა.

ზოგ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადრეული ინდოევროპული ენა შუა აღმოსავლეთის ფერმერების მიერ დაახლოებით 8000 - 9000 წლის წინ გავრცელდა. ეს ე.წ. ანატოლიური ჰიპოთეზა გამყარებულია კარგად დოკუმენტირებული მიგრაციით ევროპაში, სადაც სოფლის მეურნეობის მიმდევრები ჩაენაცვლნენ, ან შეერივნენ იქ უკვე არსებულ შემგროვებელ-მონადირეებს. 2012 წ. ახალ ზელანდიაში, ოკლენდის უნივერსიტეტის ევოლუციური საკითხების შემსწავლელი ბიოლოგის - კვენტინ ატკინსონის ხელმძღვანელობით, მეცნიერთა ჯგუფმა შეადგინა ინდოევროპული ენების ოჯახის ხე, რომელიც ასევე, მიუთითებდა მათ ანატოლიურ წარმოშობაზე 8000-ზე მეტი წლის წინ.

თუმცა არსებობს ალტერნატიული თეორიებიც.

ამ თეორიებს ახალ ნათელს ფენს ბიოარქოვის სერვერზე გამოქვეყნებული შრომა. დევიდ რაიჰმა და მისმა ჯგუფმა (Harvard Medical School in Boston, Massachusetts) გაანალიზეს 8000-3000 წლის წინ მცხოვრები ადამიანების სხეულების დნმ და დაასაბუთეს, რომ მიგრაციის ძირითადი პერიოდი იყო 8000-7000 წელი. მაგრამ, ამავე დროს, არსებობდა მეორე დიდი მიგრაცია  5000 წლის წინ. როგორც ისინი წერენ: "დასაბუთდა მასიური მიგრაცია ევროპის ცენტრში მისი აღმოსავლეთი პერიფერიიდან"


ვრცლად:Nature