Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ალფრედ სლოანის სტიპენდიები გადაეცა 126 ახალგაზრდა მეცნიერს

ალფრედ სლოანის ფონდი (The Alfred P. Sloan Foundation) აცხადებს, რომ ამერიკელ და კანადელ მკვლევარებს შორის შეირჩა 126 საუკეთესო ახალგაზრდა, რომლებსაც 2015 წლის კვლევითი სტიპენდია გადაეცემა. 1955 წლიდან მოყოლებული დღემდე, სტიპენდიები ყოველწლიურად გადაეცემა მეცნიერული კარიერის საწყის ეტაპზე იმ მეცნიერებსა და მკვლევარებს, რომელთა მიღწევები და პოტენციალი მათ ამომავალ ვარსკვლავებად, სამეცნიერო სფეროს ლიდერთა მომავალ თაობად ასახიერებს.

სლოანის სტიპენდიების ადრინდელმა მფლობელებმა მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა განიცადეს. მათ შორის არიან ისეთი ინტელექტუალები, როგორებიცაა ფიზიკოსი რიჩარდ ფეინმანი და თამაშების თეორეტიკოსი ჯონ ნეში. 1955 წლიდან – მას შემდეგ, რაც პროგრამის განხორციელება დაიწყო, 43–მა ახალგაზრდა მეცნიერმა მიიღო ნობელის პრემია საკუთარ სფეროში, 16 დაჯილდოვდა მედლით მათემატიკის დარგში, 65–მა მიიღო ეროვნული მედალი მეცნიერების სფეროში, 14–ს კი გადაეცა ჯონ ბეიტს კლარკის მედალი ეკონომიკაში. დამატებითი ინფორმაცია ალფრედ სლოანის ყოფილ სტიპენდიანტებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ–გვერდზე: http://www.sloan.org/sloan-research-fellowships

ვრცლად:EurekAlert