Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ამერიკელი ინვესტორები საქართველოს ბიოტექნოლოგიური მიღწევებით დაინტერესდნენ

8-13 მარტს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ამერიკის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ბიზნეს და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე განხილული იყო ქართველ და ამერიკელ მეცნიერებს და ინოვატორებს შორის პროექტების განხორციელების ინტენსიობის გაზრდის შესაძლებლობა, პროექტების ამერიკულ ბაზარზე კომერციალიზაციის საკითხი. მათ შორის, პერსპექტიული გამოყენებითი კვლევების წარმოების პროცესში საქართველოს ჩართულობა და ამერიკელი სპეციალისტების მონაწილეობა ქართული სტარტაპ კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ინოვაციური მეწარმეობის და სტარტ-აპ ეკოსისტემის განვითარების წამყვანი პროგრამების ხელმძღვანელებთან, პერსპექტიული გამოყენებითი კვლევების ლაბორატორიის (MIT Media Lab), ბიტების და ატომების ცენტრის (პირველი სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია), აქსელერატორების წარმომადგენლებთან.

საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქ ბოსტონში განლაგებული წამყვანი აქსელერატორის MassChallenge Accelerator-ის წარმომადგენლებს.

ვრცლად: http://www.interpressnews.ge