Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართველი კალათბურთელები ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრებიან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მონაწილეობას მიიღებს ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. ეს ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ფიბას - აღმასრულებელმა კომიტეტმა კვირას, სტამბოლში გამართულ სხდომაზე გადაწყვიტა, ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობა 16-დან 24 გუნდამდე გაზარდოს.

ფიბას ევროპის განყოფილების გენერალურმა მდივანმა ნარ ზანოლინმა ეს ნაბიჯი იმით ახსნა, რომ ბოლო ხანს ევროპის ქვეყნებში საგრძნობლად ამაღლდა კალათბურთის დონე. „ამის დასტურია თურქეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, რომელზეც ათი ევროპელი მონაწილიდან ცხრამ ჯგუფური ეტაპი დაძლია და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა“, - განაცხადა ზანოლინმა.

ფინალური ტურნირის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდის ინიციატივა ეკუთვნის ჩემპიონატის მასპინძელს - ლიტვას. ფინალურ ასპარეზობას ეს ქვეყანა 2011 წლის 3-დან 18 სექტემბრამდე უმასპინძლებს.