Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სტრუქტურული ბიოლოგი ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების პრეზიდენტად დასახელდა

ვენკი რამაკრიშნანმა (Venki Ramakrishnan) რიბოსომის სტრუქტურასა და ფუნქციაზე მუშაობისათვის ნობელის პრიზი მიიღო.

ნობელის ლაურეატი ვენკატრამან რამაკრიშნანი დეკემბერში პოლ ნერსს შეცვლის.
ნობელის პრიზის მფლობელი სტრუქტურული ბიოლოგი სამეფო საზოგადოების – გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო დაწესებულების – მომდევნო პრეზიდენტი გახდება. ვენკატრამან (ვენკი) რამაკრიშნანი ამ თანამდებობას ასევე ნობელის ლაურეატისაგან, გენეტიკოსი პოლ ნერსისგან მიიღებს, 1 დეკემბერს.
Venki Ramakrishnan

ამჟამად, რამაკრიშნანი სამედიცინო კვლევითი საბჭოს (MRC) მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორიის დირექტორის მოადგილეა კემბრიჯში, ბრიტანეთში. მან ნობელის პრიზი მიიღო ქიმიის დარგში 2009 წელს, რიბოსომის სტრუქტურასა და ფუნქციაზე მუშაობისათვის – ეს არის მოლეკულური მექანიზმი, რომელიც  პროტეინების წარმოსაქმნელად გენეტიკური ინფორმაციის ინტერპრეტაციას ახდენს.

სამეფო საზოგადოება 1660 წელს დაარსდა. რამაკრიშნანს, როგორც პრეზიდენტს, ექნება უნიკალური და გავლენიანი პლატფორმა, რომლიდანაც ისაუბრებს სამეცნიერო პოლიტიკის საკითხებზე, მათ შორის მთავრობის სამეცნიერო–კვლევით ბიუჯეტზე.  ბოლო სამი წინამორბედისგან იგი განსხვავდება იმით, რომ გაცილებით უფრო ნაკლები პროფილით სარგებლობს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ წრეებში.

ვრცლად:  nature