Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

უკვე შესაძლებელია Nature Publishing Group–ის ინტერნეტ ჟურნალების მონაცემთა ბაზებით სარგებლობა

Nature_header

30 ივნისამდე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მომხმარებელისთვის (უფასო საცდელი პროგრამის ფარგლებში) შესაძლებელია Nature Publishing Group–ის კატალოგში არსებული ათეულობით სამეცნიერო, კვლევითი და მიმოხილვითი ჟურნალებით სარგებლობა. გთავაზობთ რამდენიმე პოპულარული ჟურნალის მოკლე ისტორიას და საქმიანობის აღწერას:

Nature Publishing Group (NPG) – ავტორიტეტული ბეჭდური და ინტერნეტ გამომცემელობაა, რომელსაც მსოფლიოს დიდ ქალაქებში (ნიუ–იორკი, ვაშინგტონი, პარიზი, ჰონგ–კონგი, დელი, ტოკიო და ა.შ.) აქვს წარმომადგენლობები და ათეულ მილიონზე მეტ მომხმარებელს აერთიანებს. ის აქვეყნებს სხვადასხვა ჟურნალს, გააჩნია ონლაინ მონაცემთა ბაზები და მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა ფიზიკა, ქიმია, გამოყენებითი მეცნიერებები და კლინიკური მედიცინა.

Nature - ყოველკვირეული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი. ის არის Nature Publishing Group – ის ფლაგმანი გამომცემლობა, რომელიც მკითხველს სამეცნიერო სიახლეებს, უახლესი კვლევების შედეგებს, ექსპერტთა მოსაზრებებს და სხვადასხვა ღონისძიების შესახებ ინფორმაციას სთავაზობს. საგულისხმოა, რომ ონლაინ სტატიებს თან ერთვის ვიდეომასალა.

Scientific American – გამოიცემა 1845 წლიდან. ის ერთ–ერთი ყველაზე აღიარებული, პრესტიჟული და ფართოდ წაკითხვადი ყოველთვიური ჟურნალია. მთელ მსოფიოში  ტექნოლოგიების, პოლიტიკის მეცნიერებების და ბიზნეს სიახლეების შესახებ უახლეს ცნობებს ავრცელებს. ჟურნალში გამოქვეყნებულია უახლეს მოვლენათა კვლევის შედეგები მთელ რიგ სფეროებში, მათ შორის: საზოგადოება და პოლიტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგია, ენერგეტიკა, ბიოლოგია, გარემოსდაცვა და სხვა.

Nature Geoscience – ყოველთვიური ჟურნალი შინაარსობრივად დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებზეა ორიენტირებული. აქ გამოქვეყნებულია სტატიები შემდეგი დისციპლინებიდან: ატმოსფეროს, ოკეანეთის, მყინვარების, ყინულოვანი საფარის და დედამიწის ხმელეთის კვლევები.

Nature Climate Changes -  გლობალური დათბობის პრობლემის ინტერდისციპლინალური ხასიათიდან გამომდინარე აღნიშნულ ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიები სხვადსხვა დარგის მეცნიერებს ეკუთვნის. თუმცა  პრობლემური საკითხი ერთი და იგივეა ყველა მათგანისთვის. გარკვეულწილად ჟურნალი წარმოადგენს ფორუმს გლობალური დათბობის საკითხზე მომუშავე პირთათვის, აზრთა გაცვლის საშუალებას და ურთიერთგანსხვავებულ თეორიათა დაპირისპირების ასპარეზს.

Genetics in Medicine - ამერიკის სამედიცინო გენეტიკისა და გენომის კოლეჯის ჟურნალი. გამოდის თვეში ერთხელ. მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა: მეტაბოლური დაავადებები, ქრომოსომების დარღვევები, გენეტიკური მგრძნობელობის იშვიათ დაავადებათა სახეობები, გენეტიკა და კანონი და ა.შ.

BoneKEy Reports – არის მხოლოდ ონლაინ გამომცემლობა, თემატური პროფილი ფოკუსირებულია ძვლის დავადებებზე. ჟურნალი დარგობრივ სამეცნიერო წრეებში სარგბლობს დიდი პოპულარობით და მიზნად ისახავს ამ სფეროში არსებული უახლესი მიღწევების სიღრმისეულად გაშუქებას.

შენიშვნა: Nature Publishing Group-ის ონლაინ კატალოგში არსებული ჟურნალებსა და პუბლიკაციებზე წვდომა (საცდელი პროგრამის პირობებით) შესაძლებელია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის შენობიდან. მის: (ქ. თბილისი ალექსიძის N1 1/4), ბიბლიოთეკის კომპიუტერებიდან ან თქვენი მობილური ხელსაწყოდან (WiFi).