Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რვაფეხა რობოტი შექმნეს იაპონიაში ფუკუშიმას ტერიტორიის ნანგრევებისგან გასასუფთავებლად

რვაფეხა რობოტი

იაპონიაში მკვლევარებმა ერთობლივად შექმნეს რობოტი ოთხი მკლავითა და ოთხი მცოცავი ბორბლით, რომლებსაც შეუძლიათ მრავალი დავალების ერთდროულად შესრულება - 2011 წლის მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად გამოწვეული ნანგრევებისაგან ტერიტორიების გასუფთავება მინამისომაში, ფუკუშიმაში.

13 მარტს მინამისომა ფუკუშიმაში არსებულ კიკუჩის ქარხანაში დასრულდა დისტანციური მართვის რობოტის აწყობა, რომელიც თავდაპირველად განსაზღვრული იყო მიუდგომელ ტერიტორიებზე ბირთვული ავარიებისგან გამოწვეული ნანგრევების გასასუფთავებლად და ადამიანების გადასარჩენად. რობოტი წარმოადგენს ვასედას უნივერსიტეტის მომავალი რობოტოტექნიკის ორგანიზაციისა და კიკუჩის კორპორაციის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგს.

რობოტის სახელი - რვაფეხა, მომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ მას აქვს ოთხი კიდური და ოთხი ბორბალი, სიმაღლე 1.7 მეტრია, ხოლო იწონის 70 კგ-ს. რობოტის აღჭურვა შესაძლებელია ბოჭკოს ლაზერით, რომელსაც ქვის გაჭრა ძალუძს, ასევე, კაუჭით, რომელსაც რადიოაქტიური ნარჩენების მოგროვება შეუძლია. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული რობოტი მრავალ დანიშნულებას განახორციელებს, მათ შორის გადაარჩენს მიწიძვრის, ცუნამის, ან ხანძრის შედეგად შენობის ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების სიცოცხლეს და ტერიტორიებს რადიოაქტიური ნარჩენებისგან გაასუფთავებს.

ვრცლად: ScienceDaily