Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

რობოტოტექნიკის მომავალი: თვითშეკეთებადი ხიდები; სიარულისთვის და სირბილისთვის მორგებული ფეხსაცმელები, კომუფლაჟიანი მანქანები

რა არის საჭირო ლეღვის ხის მსგავსი ფესვების სისტემის შესაქმნელად?

შეხების შეგრძნების მქონე პროთეზი; ხიდები, რომლებიც აფიქსირებენ ზიანს და თავად აღადგენენ მას; მანქანები, რომლებსაც კომუფლაჟის შესაძლებლობა გააჩნიათ.

მიღწევები ნივთიერებათა მეცნიერებაში: გავრცელებული ალგორითმები და წარმოების პროცესები აღნიშნულ მოვლენებს რეალობასთან აახლოებს, როგორც ჟურნალ Science-ში, კომპიუტერული მეცნიერების პროფესორის ასისტენტის, ნიკოლაუ ქორელისა და კვლევის ასისტენტის მაიკლ მაკ-ევოის მიერ გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.

ქორელის განცხადებით, მისი ლაბორატორიისა და სხვა მკვლევართა მიერ გამოგონებული რობოტოტექნიკის მასალა ბუნებისგან არის შთაგონებული.

,,ორგანიზმებს აღვიქვამთ ისევე, როგორც მელანთევზები, რომლებიც გარემოს მიხედვით იცვლიან გარეგნობას და ლეღვის ხეები, რომლებიც ფესვებს ნიადაგის ზემოთ ამოსდით იმისათვის, რომ ტოტების მზარდ წონას გაუძლოს"-განაცხადა ქორელმა. ,,ჩვენ დავსვით ასეთი კითხვა, რა ქრის საჭირო ამგვარი სისტემის გამოგონებისთვის."

რობოტოტექნიკისთვის აუცილებელი ნივთიერებები და მასალა საჭიროებს მჭიდრო ინტეგრაციას შეგრძნების, აღქმის, გამოთვლისა და თვისებების ცვალებადობას შორის. მაშინ, როდესაც ნივთიერებებისა და მასალების დაპროგრამება შესაძლებელია იმისათვის, რომ მათი რამდენიმე თვისება განსაკუთრებული სტიმულირების შედეგად შეიცვალოს, რობოტოტექნიკის ნივთიერებასა, თუ მასალას თავად შეუძლია სტიმულის აღქმა და გადაწყვეტილების მიღება, თუ როგორ მოახდინოს რეაგირება.

ქორელმა და მაკ-ენვოიმ გამოიყენეს ხელოვნური კანის ნიმუში, რომელიც აღჭურვილი იყო მიკროფონით. მას უნდა გაეანალიზებინა ბგერები ქსოვილის სტრუქტურისა, რომელიც კანს ეხებოდა და ცენტრალური კომპიუტერისთვის გადაეგზავნა ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მნიშვნელოვან მოვლენას ექნებოდა ადგილი.

ვრცლად: ScienceDaily
































ვრცლად: ScienceDaily