Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჰუმან ბრეინის პროექტი: „ტვინი ჯერ ისევ მაგიური რამაა“

724634-neurone-colonne-corticale
ინტერვიუ: ფილიპ ჟილეტი ლოზანას ფედერალური პოლიტექნიკური სკოლის ვიცე-პრეზიდენტი და ჰუმან ბრეინის (ადამიანის ტვინი) ევროპული პროექტის დირექტორიატის პრეზიდენტია. ეს მსხვილი სამეცნიერო თანამშრომლობა, რომელიც ათ წელიწადში თითქმის ერთი მილიარდი ევროთი განისაზღვრა, 2013 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა.

724631-p_gillet
რა არის ჰუმან ბრეინის პროექტის მიზანი?
მისი მიზანია, ტვინის ციფრული სიმულაციის შექმნა, რათა სხვადასხვა შკალაზე მისი ფუნქციონირების გაგება შევძლოთ ნეირონებიდან დაწყებული ისეთი ინტეგრირებული ფუნქციებით დამთავრებული, როგორიცაა აღქმა. ტვინი ჯერ ისევ  მაგიური რამაა. მიზანი მისი გამოყენებაა ზოგიერთი პათოლოგიის შესასწავლად. ამის მისაღწევად ჩვენ ვაგროვებთ ამ ნეირონებსა და ფუნქციებზე ხელმისაწვდომ მონაცემებს, რათა მოვახდინოთ მათი ინტეგრირება იმ მოდელებში, რომლებიც სუპერკომპიუტერებზე სიმულირდება...

რა სტადიაზეა პროექტი?
ამჟამად ჩვენ მთელ ევროპაში ვქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას სხვადასხვა სიმულაციისათვის. ეს უსასრულო პროექტია, რომელიც პერმანენტულად შეივსება მონაწილე მკვლევარების ნამუშევრებით. ზოგიერთი, მაგალითად, შეისწავლის თაგვებში აღქმის მექანიზმს: როცა მათ ულვაშზე ვეხებით, როგორ მიეწოდება ინფორმაცია ტვინს?

რა წინააღმდეგობები რჩება გადასალახი?
ჯერ კიდევ უამრავი ამოცანაა ამოსახსნელი რეალისტური მოდელების შექმნისათვის. ასევე საჭიროა ადაპტირებული ინფორმატიკული პლატფორმების განვითარება. დღეს ვერავინ იტყვის, რა დრო დასჭირდება ამას. ეს სარისკო პროექტია, მაგრამ კარგი მნიშვნელობით. მეცნიერება ბევრ სიურპრიზს იტევს.

მსგავსი პროექტები აშშ-შიც არსებობს. თქვენ თანამშრომლობთ მათთან?
რა თქმა უნდა. ჩვენ ვკონტაქტობთ Brain Initiative-თან (ობამას ადმინისტრაციის მიერ 2013 წელს წამოწყებულიპროეტქი). ამერიკელები უფრო მეტად მონაცემთა შეგროვებით არიან დაინტერესებულნი, ჩვენ კი - მოდელების სიმულირებით. ეს ერთმანეთს ავსებს.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე: