საქართველოს პრეზიდენტმა ჩვენი კოლეგა და მეგობარი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

როგორც გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, საქართველო დიდად აფასებს იმ საქმიანობას, რომელსაც ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიური ბიბლიოთეკა და მისი დირექტორი ახორციელებს ქვეყნებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავების მხრივ.
ქვეყნის პირველმა პირმა ლატვიის უნივერსიტეტის აკადემიურ ბიბლიოთეკაში არსებული ქართული საინფორმაციო ცენტრი დაათვალიერა, რომელიც გასულ წელს გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტმა საგანმანათლებლო ცენტრს ქართული ლიტერატურული გამოცემები გადასცა.
გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკაში გამოფენილი ქართველი მხატვრის ნუგზარ პაქსაძის ნახატებიც დაათვალიერა.
ვენტა კოცერეს დაჯილდოების ცერემონიას რიგაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ქართული დელეგაციის წევრებიც დაესწრნენ.
წყარო: https://www.president.gov.ge/
ფოტოგალერეა- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments