Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეხვედრა არსამთავრობო ორგანიზაციებთან

01/05/2015 - 14:00
01/05/2015 - 15:00
Etc/GMT+4

aaaaaaaaaaaaaaaaaaaaaa


ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით, გაიმართება შეხვედრა ბიბლიოთეკის ადმინისტრაციასა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის.

ღონისძიების მიზანია  ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურის, სერვისების, სამომავლო გეგმების გაცნობა და ურთიერთ თანამშრომლობის გზების დასახვა   სხვადსხვა სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

დღეისთვის ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა გარკვეულწილად წარმოადგენს არა მხოლოდ მეცნიერებსა და მეცნიერებზე ორიენტირებულ დაწესებულებას, არამედ ერთგვარ საჯარო სივრცეს, რომელიც ემსახურება სხვადსხვა მოთხოვნილების მქონე მომხმარებელს. ბიბლიოთეკაში იმართება სხვადსხვა ღონისძიება: კონფერენციები, ტრენინგები, ვორკშოპები, ინტელექტუალური თამაშები, კინოჩვენებები, ლიტერატურული საღამოები და ა.შ. ადმინისტრაციის სურვილია მსგავსი აქტივობების ინტენსივობა კიდევ უფრო გაიზარდოს, შესაბამისად ბიბლიოთეკაში არსებული ინფრასტრუქტურა (სამუშაო კაბინეტი, შეხვედრების ოთახი, დიდი დარბაზი, საკონფერენციო დარბაზი, საგამოფენო დარბაზები, მიმდებარე ეზოს ტერიტორია) სრულიად უფასოდ დაეთმობათ იმ ორგანიზაციებსა და საინიციატივო ჯგუფებს რომლებსაც სურთ სხვადსხვა აქტივობების განხორციელება.
დაინტერესებული პირები გთხოვთ 1 მაისს 14:00 საათზე მობრძანდეთ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში. მის: ალექსიძის ქუჩა N1 კორპ.4 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: infopr@sciencelib.ge T: 593 340 343 გიორგი