ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

ქართული, დასავლური და აღმოსავლური ისტორიოგრაფიული ტრადიცია / ნინო კიღურაძე, ეკა კვაჭანტირაძე, გიორგი სანიკიძე ; ნინო კიღურაძის საერთო რედ. ; ილიას სახელმწ. უნ-ტი, გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნ. ინ-ტი. - თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტი, 2014. - 202 გვ. - ბიბლიოგრ. თავების ბოლოს და ტექსტ. შენიშვნ.
ISBN 978-9941-18-2-3-7
წიგნი წარმოადგენს იმ განხორციელებული პროექტის შედეგს, რომელიც წარმოდგენილი იყო შ. რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ნაშრომი ისტორიული ტრადიციული ყოფიერების შესახებ გამოქვეყნებული პუბლიკაციების პირველი კრებულია. ავტორთა მიზანს წარმოადგენს ქართული ისტორიული მწერლობის სისტემური კვლევა ბიზანტიურ, სომხურ, აღმოსავლურ და დასავლურ ისტორიულ მწერლობასთან მიმართებაში; ახლო აღმოსავლური ისტორიული მწერლობის ჟანრების შესწავლა და დასავლური ისტორიული კვლევების მეთოდოლოგიური, თეორიული და ეპისტემოლოგიური პრობლემების ანალიზი. ძირითადი თემებია: ისტორიული ჰერმენევტიკა, ისტორიოგრაფია, ისტორიის რეკონსტრუქცია, კონსტრუქცია და დეკონსტრუქცია აღმოსავლურ ყოფიერებაში.
თითოეულ პუბლიკაციას ერთვის გამოყენებული ლიტერატურა. წიგნის ახლავს რეზიუმეები ინგლისურ ენაზე.
- new publications-ს ბლოგი
- Login to post comments