Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


მახარობლიძე, თამარ. ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი/ მხატვ. ნ. ზაპრუდნაია. - თბ. : ილიას სახელმწ. უნ-ტის გამ-ბა, 2015 (შპს "უნი პრინტი"). - 1369 გვ. : ნახ. - პროექტი დაფინანსებულია შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ.
ISBN 978-9941-18-223-5

ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი ამ ტიპის პირველი გამოცემაა საქართველოში. წიგნში ჟესტური ენის ლექსიკონების ფორმისა და სტილის დაცვით წარმოდგენილია 4000 ერთეული, რომლებიც გრაფიკული ფორმით, სიტყვიერი განსაზღვრებებითა და ჟესტის კინეტიკის აღწერით გვაჩვენებს სიტყვის მნიშვნელობას.
ნაშრომში მასალა ანბანურად არის დალაგებული და წარმოგვიდგენს მხოლოდ ამ ენაში არსებულ ერთეულებს. წიგნი დესკრიფციული ხასიათისაა და გრაფიკული სიზუსტით მიგვანიშნებს თითოეული სიტყვის გადმოცემის ფორმას.
ამასთან წარმოდგენილი ლექსიკონის მასალის ანალიზი ქართული ჟესტური ენის ლექსიკის შესახებ მნიშვნელოვანი დასკვნების გაკეთების საშუალებას იძლევა.
ქართული ჟესტური ენის ლექსიკონი  გამოსაცემად მომზადდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. მის შექმნაში ასევე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს ყრუთა კავშირს.
წიგნი განკუთვნილია ჟესტური ენის შესწავლით დაინტერესებული ყველა პირისათვის, აგრეთვე მკვლევართა გარკვეული წრისათვის.