Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

CNRS -ის კონკურსი ქართველი მეცნიერებისთვის

rustaveli_0

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფოდის პარტნიორმა ორგანიზაციამ, საფრანგეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა (CNRS) პროგრამის „საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პროექტი“ (The International Scientific Cooperation Project - PICS) ფარგლებში გამოაცხადა კონკურსი, რომელშიც ერთობლივი საპროექტო განაცხადის წარმოდგენა უნდა მოხდეს მეცნიერთა ორი ჯგუფის მიერ. ამათგან ერთი ჯგუფი უნდა შედგებოდეს  CNRS-ში, ან მასთან ასოცირებულ ორგანიზაციებში/ლაბორატორიებში, მომუშავე ფრანგი მეცნიერებისგან, ხოლო მეორე წარმოდგენილი უნდა იყოს, სხვა ქვეყნის მოქალაქე, მათი პარტნიორებისგან.


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ მეცნიერებს, რომელთაც აქვთ ფრანგ კოლეგებთან თანამშრომლობის გამოცდილება და აქვთ ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია(ები).

PICS-ის მიზანია ფრანგ და უცხოელ მეცნიერთა ჯგუფებს შორის უკვე არსებული თანამშომლობის გაღრმავება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს CNRS - თვის საინტერესო ყველა სამეცნიერო დარგს. პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 3 წელს.

პროგრამის მოკლე აღწერას ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ გაეცნოთ  CNRS-ის ბმულზე http://www.cnrs.fr/en/workingwith/PICS.htm, ან იხ. დანართი 1. ხოლო კონკურსის პირობები მოცემულია (ფრანგულ ენაზე) ბმულზე http://www.cnrs.fr/derci/spip.php?article51&lang=en, ინგლისურენოვანი თარგმანი იხილეთ წინამდებარე განცხადების დანართ 2-ში.

PICS მიმართულია მეცნიერების, უპირატესად ახალგაზრდა (45 წლამდე ასაკის) დოქტორებისა და დოქტორანტების, გაცვლაზე. გამარჯვებული პროექტის ფრანგ მეცნიერთა ჯგუფის დაფინანსებას, წელიწადში 5000 - 7000 ევროს ოდენობით, იღებს პარტნიორ ქვეყანაში მივლინებისთვის, სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარებისთვის.

ამჟამად განხილვის პროცესშია, საფრანგეთისა და ჩვენი ქვეყნის მკვლევრების მიერ ერთობლივად შესრულებული, კონკურსში გამარჯვებული პროექტების  მონაწილე ქართველ  მეცნიერთა ჯგუფების ფონდის მიერ საგრანტო დაფინანსების საკითხი, რის თაობაზეც ინფორმაცია ვებგვერდზე დაიდება მოგვიანებით.

ფონდის მიერ თითოეული პროექტისთვის გამოყოფილი წლიური საგრანტო დაფინანსების მოცულობა შეიძლება შეადგენდეს 5000-დან 10 000 ევრომდე.  გრანტი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბიუჯეტის შემდეგი კატეგორიებისთვის: პარტნიორ ქვეყანაში მივლინება (სამოგზაურო ხარჯი), სემინარების და სამუშაო შეხვედრების ჩატარების ხარჯი, კვლევასთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. „სხვა ხარჯის“ კატეგორიაში მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს ფონდიდან მოთხოვნილი თანხის   50% -ს.

კონკურსის, მთავარი პირობაა ერთობლივი საპროექტო წინადადების წარმომდგენა, ფრანგ და ქართველ მეცნიერთა ჯგუფების წინა წლებში თამშრომლობის არსებობა, რისი შედეგიც უნდა იყოს სულ მცირე ერთი გამოქვეყნებული ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაცია.

პროგრამით დაფინანსებული პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 წელს.

ცრცლად: http://www.rustaveli.org.ge/