შეხვედრები Nature და Palgrave Macmillan-ის გამომცემლობების წარმომადგენელთან

ცნობილი სამეცნიერო გამომცემლობების Nature და Palgrave Macmillan-ის ელექტრონული წიგნების და ჟურნალების მონაცემთა ბაზები ქართველი მომხმარებლისთვის კვლავ ღიაა. ამ ფასიან მომსახურებაზე უფასო წვდომა შესაძლებელია 19 ივნისამდე.
საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ხელშეწყობით თბილისში პირველად იმყოფებოდა და დაინტერესებულ მხარეებს Nature და Palgrave Macmillan-ის ინტერფეისი, ფუნქციონალური შესაძლებლობები თუ ამ ბაზებში ინფორმაციის მოძიების ტექნოლოგია გააცნო Nature-ის წარმომადგენელმა ელიზაბეტ დეტისოვამ.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გამართული პრეზენტაციის შემდეგ, ელიზაბეტ დეტისოვა, სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს ეწვია. ელიზაბეტ დეტისოვასა და ირაკლი ღარიბაშვილს თსუში, თავისუფალი უნივერსიტეტში, ილია უნისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერტეტში უმასპინძლეს. Nature-ის წარმომადგენელმა შოთა რუსთაველის სახელობის სამეცნიერო ფონდშიც გამართა შეხვედრა.
აღნიშნულ უმაღლეს სასწავლებლებში დაინტერესდნენ ასეთ მაღალკვალიფიცურ გამომცემლობებთან თანამშორმლობით. სამომავლოდ უმაღლეს სასწავლებლებში, საქართველოს საბიბლიოთეკო კონსორციუმის ხელშეწყობით, Nature და Palgrave Macmillan-ის ჟურნალებისა დ წიგნების გამოწერა იგეგმება.
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments