Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში


საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია : უშიშროების არქივი = The secret history of the Georgian SSR : Security archive / პროექტის ხელმძღვ. ომარ თუშურაშვილი ; მთ. რედ. ნინო ყიფშიძე ; ინგლ. ტექსტების თარგმანი ნანა გრიგალაშვილი. - თბ. : შსს არქივი, 2015. - გარეკანი, თავფურ. და ტექსტი ქართ. და ინგლ. 
ISBN 978-9941-0-7534-6
[ტ.] 1. - 2015. - 404 გვ. : ფოტ.  ISBN 978-9941-0-7535-3
[ტ.] 2. - 2015. - 388 გვ. : ფოტ. - ISBN 978-9941-0-7536-0

აღნიშნული გამოცემა ფაქტობრივად ასახავს საქართველოს უასხლეს ისტორიას. აქ გადმოცემულია როგორ განვითარდა ქვეყნის მომავალი გასაბჭოების პირობებში, როგორ გადაუარა მას რეპრესიების ტალღამ, როგორ განადგურდა ქართული გენოფონდი და როგორ ეწირებოდნენ ქართველები თავისუფლებისათვის ბრძოლას.
აქვეა წარმოდგენილი საბჭოთა ხელისუფლების ბრძოლა ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ.
ნაშრომი შსს არქივის სპეციალურ გამოცემაა. მასში მოცემულია ის საინტერესო სტატიები და წერილები, რომელთაც ადრე განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა. მისი შინაარსის ნაწილი შემდეგ თავებს მოიცავს: ილიას მკვლელობის სასამართლო პროცესები და ოფიციალური ვერსიები; გიგლა ბერბიჭაშვილისა და ილიკო იმერლიშვილის კავშირი სტალინთან; შოვინიზმი რუსულად; აფხაზეთის რეგიონის გააფხაზების პოლიტიკა ... და სხვ., აქვე აგრეთვე აღმოაჩენთ რეალურ ფაქტებს ისეთ ისტორიულ პიროვნებებზე როგორებიც არიან:  კოტე აფხაზი, სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი, კონსტანტინე ანდრონიკაშვილი, მიხეილ ლაშქარაშვილი, გიორგი მაზნიაშვილი, არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი, სპირიდონ კედია, 1937-1938 წლებში დახვრეტილი ქართველი ქალები და სხვა მრავალი.
წიგნში ჩართულია მნიშვნელოვან საქმეთა დოკუმენტური ასლები, ფოტოები, რაც მკითხველისათვის მთლიან მასალას კიდევ უფრო მნიშვნელოვანს, საინტერესოსა და ამომწურავს ხდის. წიგნი ბილინგვურია და მას პარალელურად გასდევს ინგლისური ტექსტი.
„საბჭოთა საქართველოს გასაიდუმლოებული ისტორია“  განკუთვნილია რეპრესიის ისტორიით, საბჭოეთის მმართველობის კვლევით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის.