Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ანტიპლაგის დეტექტორი

პროგრამა „ანტიპლაგი“ საბაკალავრო, სამაგისტრო თუ სადოქტორო შრომებში პლაგიატის შემთხვევების გამოვლენისა და პლაგიატის დონის განსაზღვრას უზრუნველყოფს. კერძოდ, იგი საზღვრავს თუ რომელი სამეცნიერო შრომიდანაა გადმოწერილი ესა თუ ის ტექსტი და ჯამურად ნაშრომის რა პროცენტი წარმოადგენს პლაგიატს.

პროგრამამ უკვე გაიარა ტესტირება ეროვნულ საემცნიერო ბიბლიოთეკაში - იგი კარგად ამუშავებს ტექსტებს ქართულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნული პროგრამა უკვე შემოწმებული ნაშრომის მომავალში სხვების მიერ უკანონოდ გამოყენების შანსს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე, მასში გატარებული და შემდეგ შესაბამისი კომისიის მიერ დამოწმებული სამეცნიერო ნაშრომების  ხარისხის სანდოობაც ერთი ორად იზრდება. პლაგიატის დეტექტორი პროგრამის არსებობა მნიშვნელოვანია ქვეყანაში პლაგიატიზმის დონის შესამცირებლად.

17 ნოემბერს, 11 საათზე, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ანტიპლაგის პროგრამის სლოვაკურ გამოცდილებაზე სლოვაკეთის სამეცნიერო-ტექნიკური ინფორმაციის ცენტრის პროექტების მენეჯერი იულიუს კრავიარი ისაუბრებს.

უშულოდ ანტიპლაგის პროგრამის მუშოაბის სტრუქტურა ასეთია: სამეცნიერო შრომა აიტვირთება ანტიპლაგის დექტირების პროგრამაში და მაქსიმუმ 2 წუთში იგზავნება პასუხი წინასწარ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. მიღებულ პასუხში მითითებული იქნება ის მონაკვეთები ტექსტისა სადაც აღმოჩენილია პლაგიატის შემთხვევა და პლაგიატის პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც მასალას აღნიშნული პროგრამა მიაანიჭებს. ამის შემდეგ სპეციალური კომისია ადგენს პროგრამის მიერ მოწოდებული შედეგი ნამდვილად პლაგიატია თუ არის პერიფრაზი ან სხვა.  ნაშრომს საბოლოოდ სწორედ კომისია  ანტიპლაგის პროგრამაზე დაყრდნობით  შეაფასებს.