შეხვედრა საერთაშორისო საგამომცემლო კონცერნის „შპრინგერის“ წარმომადგენლებთან (პრეზენტაცია)

ეროვნულმა სამეცნიერო ბიბლიოთეკამ საერთაშორისო საგამომცემლო კონცერნის „შპრინგერის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. მათ უმაღლესი სასწავლებლებისა და დაინტერესებული პირებისთვის ვორკშოფი გამართეს.
16 ნოემბერის ღონისძიება „შპრინგერის“ სერვისებსა და პირატესობებზე საუბარს დაეთმო. ტაფერ ატამ (Thafeer Atta), ჯერფი რობენსმა (Jeffrey Robens) და ნაბილ ხელიფიმ (Nabil Khelifi) აუდიტორიას მიაწოდეს ინფორმაცია შპრინგერის მონაცემთა ბაზების, ელექტრონული რესურსებისა თუ სამეცნიერო სერვისების უპირატესობებზე.
17 მნოემბერს კი დოქტორი ჯეფრი რობენსი დაინტერესებულ პირებს სამეცნიერო შრომების წერის ტექნიკაზე ესაუბრა. მან დეტალურად მიმოიხილა თუ როგორ უნდა დაიწეროს სამეცნიერო შრომები და გამოქვეყნდეს ჟურნალებში. უმაღლესი სასწავლებლების წარმოადგენელთა მხრიდან დიდი იყო მისი ვორკშოფისადმი ინტერესი და სწორედ მათი თხოვნით, სამეცნიერო ბიბლიოთეკამ უზრუნველყო დოქტორ ჯეფრი რობენსის პრეზენტაციის საჯარო წვდომა.
- Irakli-ს ბლოგი
- Login to post comments