Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

m4cos
ძველი და ახალი ქვის ხანის ძეგლები საქართველოს ტერიტორიაზე. ცნობარი / მ. გაბუნია, მ. ნიორაძე, ლ. ნებიერიძე, გ. ნიორაძე, ნ. ჯაყელი, თ. აღაპიშვილი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი = Archaeological Sites of Old and New Stone Age on the Territory of Georgia. Directory / M. Gabunia, M. Nioradze, L. Nebieridze, G. Nioradze, n. Jakeli, T. Agapishvili; Georgian National Museum; Shota Rustaveli National Science Foundation. - თბ., 2015. – 471 გვ. 

ISBN 9789941938061

წიგნში თავმოყრილია ქვის ხანის ყველა ეპოქის ძირითადი ძეგლი. ინფორმაცია  მათზე ქრონოლოგიური და ანბანური თანმიმდევრობით, ქართულ და ინგლისურ ენებზე პარალელურ ტექსტად არის წარმოდგენილი. მკითხველს საშუალება აქვს მოიპოვოს ყველანაირ მონაცემები ძეგლის სახელწოდების, ადგილმდებარეობის, გეოგრაფიული კოორდინატების, დაზვერვებისა და გათხრების შესახებ. ცნობარს ერთვის თითოეული ძეგლისათვის დამახასიათებელი ქვის და ძვლის ინდუსტრიის ამსახველი თითო ტაბულა, რუკები და ერთი კრებსითი რუკა. თითოეულ ტექსტზე შედგენილია ბიბლიოგრაფია. 

ცნობარის მიზანია მხოლოდ ქვის ხანის ძეგლებზე არსებული ინფორმაციის მოწოდება. საქართველოში მათი გავრცელების ექვსი ძირითადი არეალი გამოიყოფა, ესენია: შავიზღვისპირეთი, რიონ-ყვირილას აუზი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, ჯავახეთის მთიანეთი და იორ-ალაზნის აუზები. რიგი ძეგლების ასაკისა სადავოა, წიგნს თანდართული აქვს ვრცელი ბიბლიოგრაფია, აგრეთვე ერთვის გამოყენებული ლიტერატურის სია და შემოკლებათა განმარტებები. 

ცნობარი დიდ დახმარებას გაუწევს არქეოლოგებს, ისტორიკოსებს სტუდენტებს. წიგნი გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის პროექტის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციის ხელშეწყობით.