Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

9k7r7
სვანეთის მუზეუმი / ტექსტის ავტ.: ლ. ფანცხავა, ნ. ლორთქიფანიძე, მ. პატარიძე, რ. ქოჩქიანი, ნ. კიტოვანი; რედ. ე. გამყრელიძე. . - თბ.: სეზანი, 2014. – 262 გვ. 

ISBN 9789941938016

წიგნი დატვირთულია ფერად ილუსტრაციებით, რაც მკითხველს საშუალებას აძლევს უფრო ნათლად შეიგრძნოს ის უნიკალური ფონდი, რომლის ისტორიასაც ეს შენობა ცოცხლად ატარებს. მუზეუმის კოლექციები ექვს დარბაზშია გამოფენილი: არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური, შუა საუკუნეების ხელოვნება, ხელნაწერები და ეთნოგრაფია. წიგნიც სწორედ  ამ ნაწილებად არის დაყოფილი და თითოეულ კოლექციასთან ახლოს მიყავართ. 

წიგნი-ალბომი შეგვაგრძნობინებს სვანეთის მუზეუმის ისტორიას. იგი დაიწყო ჯერ კიდევ 1910 წლიდან, ექვთიმე თაყაიშვილისა და  დიმიტრი ერმაკოვის სვანეთის ეკლესიებში დაცული ოქრომჭედლობის ნიმუშების აღწერით. 1931 წლიდან სვანეთის სიძველეთა კომპლექსური მეცნიერული შესწავლა მიმდინარეობდა და 1936 წლიდან დადგა მუზეუმის შექმნის აუცილებლობის საკითხი. მის კოლექციას 1948 წელს ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ფუძემდებლის გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით მოწყობილმა სამეცნიერო ექსპედიციამ ხელნაწერები, ხატები და მრავალი სხვა ძეგლები შემატა. 2003 წელს მუზეუმი ახალ შენობაში დაბინავდა და მოგვიანებით საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შევიდა. 2011 წლიდან შენობა ფუნდამენტურად განახლდა. ამ პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები, ასევე უცხოელი ექსპერტები. 

მუზეუმში დროებითი საგამოფენო სივრცე სხვადასხვა თემატური გამოფენის მოწყობის შესაძლებლობას გვაძლევსა. მუზეუმში დაცული საგანძური კი ცოდნის ის უმდიდრესი არქივია, რომლის შესწავლა მსოფლიო მეცნიერების ამოცანაა. ამჯერად ამ მეცნიერულ მონაპოვრის აღქმის საშუალებას წიგნი იძლევა. ახლავს ბიბლიოგრაფიული საძიებელი.