Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

gkkdv
Св. Кассия Константинопольская. Гимны, каноны, эпиграммы : Т. Сенина (монахиня Кассия) Кассия Константинопольская: жизнь и творчество. – С-П.: “Quadrivium”, 2015. – 489 с. (SERIA BYZANTINA)                                                                                                                                                                                   
ISBN: 978-5-716406-47-6

წიგნი წარმოადგენს ბიზანტიელი მწერალი ქალის - წმინდა კასიას, უნიაკური შემოქმედებითი გზის აღწერას. მან მიიღო შესანიშნავი განათლება და განთქმული იყო თავის სილამაზით. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა უარი თქვა საერო ცხოვრებაზე, დაარსა კონსტანტინეპოლში მონასტერი და აღიკვეცა მონაზვნად. იყო იღუმენი და იქ ეწეოდა ლიტერატურულ-ლიტურგიკულ მოღვაწეობას.  წმ. კასია წერდა რელიგიურ, კანონიკურ ჰიმნებს, რომელთა უმრავლესობა დღესაც გამოიყენება ღვთისმსახურებაში. ის არის აგრეთვე როგორც ქრისტიანული, ასევე საერო ეპიგრამების ავტორი, რომელთა უმეტესობა ინტელექტუალურ თამაშად შეგვიძლია აღვიქვათ. 

წიგნი დაყოფილია ხუთ ნაწილად. პირველ ნაწილში გადმოცემულია წმინდანის ცხოვრება და შემოქმედება. (გვ. 15-165), ხოლო შემდეგი ნაწილები კი უკვე თვითონ მის ნაწარმოებებს მოიცავს. აქაა გალობები, ეპიგრამები და სხვა მრავალი რელიგიური ნაწარმოებები, რომელთაც წინ ერთვის თითოეული ნაწარმოების მოკლე მიმოხილვა (გვ. 166-334).   

აღნიშნულ გამოცემაში მოცემულია წმინდა კასიას გალობანი სლავურ საეკლესიო ენაზე გ. ტილიარდის თარგმანებით, რომლებშიც აგრეთვე განხილულია ამ გალობათა მუსიკალური ანალიზი. ეს ყოველივე გადმოცემულია ოთხ დანართში(გვ. 335-463). 

წიგნს ახლავს შემოკლებათა სია, ბიბლიოგრაფია და ანბანური საძიებლები.
კვლევები და კომენტარების ნაწილი შესრულებულია რუსეთის სახელმწიფო სამეცნიერო ფონდის მიერ.