Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნი ჩვენს ბიბლიოთეკაში

71esl

ჩხეიძე, მ. თაქთაქიშვილი, ლ. „ვეფხისტყაოსნის“ გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2015. მეორე შევსებული და შესწორებული გამოცემა. - თბ.: სეზანი, 2016. – 111 გვ. 

ISBN 978-9941-0-8655-7

ეს ილუსტრირებული ვეფხისტაოსნის გამოცემათა ბიბლიოგრაფია წარმოადგენს თავისთავდ სიმბოლურ ვერსიას უნიკალური წიგნის გამოცემათა აღნუსხვისა. აქ წარმოდგენილია აღწერილობები გამოცემის გარეკანის ფოტოილურსტაციებით. ეს ბიბლიოგრაფია განსჯისთვის არის და საშუალებას იძლევა შევაფასოთ არსებული ტენდენციები და გამოვიტანოთ დასკვნები რა გვჭირდება ჩვენი წიგნი-საგანძურის დასაცავად და პოპულარიზაციისათვის.

პოემის გამოცემების ბიბლიოგრაფიათა პრეისტორია ასეთია : 1883 წ. 1938 წ. 1966 წ. 1992 წ. 

ამჯერად წარმოდეგნილ ბიბლიოგრაფიაში შესულია მხოლოდ ის ქართული გამოცემები, რომლებიც პოემის არაადაპტირებულ, სრულ ტექსტს შეიცავს; უცხოენაზე შესრულებილი დამოუკიდებლად გამოცემული ყველა თარგმანები (მათ შორის ნაწყვეტები, გარდათქმა, ზღაპრად გადატანილი ტექსტი); აგრეთვე ისეთი გამოცემებიც რომელთა ბიბლიოგრაფიული აღწერილობაც სხვადასხვა სანდო წყაროებში იყო მოცემული, თუმცა მათი ფოტო შემდგენლებისთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა.

აქ წარმოდგენილია ვეფხისტყაოსნის ლატვიურ, რუსული, ბულგარულ, აზერბაიჯანულ, ებარულ, უკრაინულ, ჩუვაშური და სხვა ენებზე თარგმნილი უნიკალური მასალები; აქვეა იმ გამოცემათა ილუსტრაციებიც რომლებიც დღემდე სხვადასხვა სამეცნიერო სტატიებში იყო მოხსენიებული მხოლოდ. 

წიგნს ახლავს ქრონოლოგიური, გამოცემის ადგილის, სერიალთა და მრავალტომეულთა დასახელების და სხვ. საინტერესო სახის საძიებლები. ერთვის გამოხმაურებები.