Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სოციალური პროგრამის ფარგლებში 800-მდე სტუდენტი დაფინანსდება

anonsiსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ  სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების თაობაზე ბრიფინგი გამართა.

კოკა სეფერთელაძის განაცხადებით, იწყება  სტუდენტების რეგისტრაცია, რომელთაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და ეკუთვნით სოციალურ პროგრამაში მონაწილეობა.

სოციალური პროგრამის ფარგლებში, სასწავლო გრანტი გაიცემა 2010-2011 სასწავლო წელს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე ან პროფესიული უმაღლესი განათლების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ, გარკვეული კატეგორიის სტუდენტებზე, დაფინანსდება დაახლოებით 800-მდე სტუდენტი.

2010-2011 სასწავლო წელს საქართველოს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 1 073 000 ლარი.

ვინ შეიძლება მოიპოვოს დაფინანსება სოციალური პროგრამის ფარგლებში:

I. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს  იმ სტუდენტმა,რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღლეს საგან­მანათლებლო დაწესებულებაში და ვერ მოიპოვა  გრან­­ტის სრული ოდენობა, ან მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდე­­ნობა და განეკუთვნება ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:

  • 180 სტუდენტი, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადას­ტუ­­­რებელი დოკუმენტი მიიღეს ,,ოკუპირებული ტერიტორიების შე­­­სა­ხებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუ­პირე­ბულ ტერიტორიაზე (შემდგომში – ოკუპირებული ტერი­ტო­რია) არ­­სე­­ბულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ან რო­მელ­­თა სრული ზოგადი განათლების აღიარება მოხდა საქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დად­გე­ნილი წესით, ასევე სტუდენტები, რომლებიც 2008 წლის 7 აგ­ვის­­ტო­მდე ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ხოლო სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმეტი მიიღეს ოკუპირებული ტერიტორიის ფარგ­ლებს გარეთ, აქე­დან:

    • აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მათ შორის, აჟა­რის მუნიციპალიტეტში;
    • ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსე­თის ავტო­ნო­მიური ოლქის ტერიტორიები), მათ შორის, ქურთას, ერედვისა და ახალ­გორის მუნიციპალიტეტებში;
    • საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევში.
  •   45 სტუდენტი, რომლებიც არიან საქართველოს ტერი­ტო­რი­­ული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა და უგზო-უკვ­ლოდ დაკარგულთა შვილები;
  • 6 სტუდენტი, რომლებიც არიან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

II. სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება შეიძ­­ლება მოიპოვოს სტუდენტმა, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩაირიცხა უმაღ­ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში,მოიპოვა გრანტის ნაწილობრივი ოდე­­ნობა ან სტუდენტმა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგადვერ მოიპოვა გრან­­ტის სრული ანნაწილობრივი ოდე­­ნობა, მაგრამ ჩაირიცხა უმაღ­ლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამაზე: საინჟინრო; აგრარული; ზუსტი მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;საინფორმაციო ტექნოლოგიები და განეკუთვნება ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ კატეგორიას:

  • 153 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს მაღალმთიან და ეკოლო­გიური მიგ­რაციის რეგიონებში არსებულ ზოგადსაგანმანათ­ლებლო დაწესებულებებში;
  • 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლო­ბა­ში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების და­მა­დას­ტუ­რებელი დოკუმენტი მიიღეს აზერბაიჯანულენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 15 სტუდენტი, რომლებიც ბოლო სამი წლის განმავ­ლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამა­დასტურებელი დოკუმენტი მიიღეს სომხურენოვან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში;
  • 2 სტუდენტი, რომლებიც არიან კომუნისტური რეჟიმის დროს საქართველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამომავლები;
  • 20 სტუდენტი, რომლებიც არიან ობოლნი (უდედმამო);
  • 20 სტუდენტი, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები;
  • 20 სტუდენტი, რომელთა ოჯა­ხები რეგისტრი­რებული არი­ან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბა­ზა­ში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

თუ პროგრამით გათვალისწინებული თანხა სრუ­ლად არ გაიცა დადგენილებით განსაზღვრული კატეგორიების მიხედვით, იგი გადა­ეცემათ:

  • საქართველოს ტერი­ტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვ­­ლოდ დაკარგულთა შვილებს, რომლებიც ჩარიცხულები არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და ვერ მოი­პოვეს სრუ­­ლი გრანტი ან მოიპოვეს გრანტის ნაწილობრივი ოდენობა, მათ შორის, 2009-2010, 2008-2009, 2007-2008 სასწავლო წლის სოციალური პროგრამის დაფინანსების ფარგლებში;
  • მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფი­ნან­­­სების მოსაპოვებლად სტუდენტი წარადგენს განცხა­დებას, რომ­­­ლის ფორმა და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუს­ხა დამტკი­ცებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინის­ტრის 2010 წლის 16 აგვისტოს №656 ბრძანებით.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]